10 იანვარს, სიმსივნესთან 18 თვიანი ბრძოლის შემდეგ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, დევიდ ბოუვი გარდაიცვალა.

არტ როკის, სოულის, დენს პოპის, პანკისა და ელექტრონიკის შემსრულებელი 8 იანვარს 69 წლის გახდა. მუსიკოსმა ამავე დღეს უკანასკნელი ალბომი Blackstar გამოუშვა.

ის სცენაზე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა. ამ პერიოდში მან 26 ალბომი ჩაწერა და რამდენიმე სასცენო პერსონაჟი შექმნა.

მათ შორის ზიგი სტარდასტი, რომელიც საზოგადოების წინაშე 1969 წელს წარსდგა, მაშინ, როცა ალბომი Space Oddity გამოვიდა. ზიგი სტარდასტი ბისექსუალი უცხოპლანეტელი როკ ვარსკვლავი იყო. მალევე მისი ანდროგინული ფიგურა გეი სიმბოლო გახდა.

ziggy bowie

მაშინ დევიდ ბოუვიმ თქვა: “სცენის გარეთ მე რობოტი ვარ, სცენაზე კი – ემოციური. ალბათ ამიტომ მირჩევნია, სცენაზე მეცვას, როგორც ზიგის და არა როგორც დევიდს”.

ჟურნალ GQ-ის რედაქტორმა, დილან ჯონსმა ზიგი სტარდასტზე დაწერა:

შემიძლია ეს მომენტი ზუსტად აღვწერო: მამაჩემი შინ არ იყო, დედა კი ბაღში საქმიანობდა. ასე რომ, სახლში ფაქტობრივად მარტო ვიყავი და გადაცემის Top of the Pops ყურებას ვაპირებდი.

სხვა დროს ეს ჩვეულებრივი ხუთშაბათი იქნებოდა, თუმცა არა იმ დღეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ზიგი სტრადასტი მთელი მისი ანდროგინული ბრწყინვალებით ვიხილეთ.

მისი ტელევიზიით გამოჩენა სარისკო იყო, ის იყო სახიფათო ფიგურა, რადგან მაშინ ტელევიზიები მსგავსს არაფერს აკეთებდნენ. 41 წლის წინ ეს ექსტრაორდინალური გამოცდილება გახლდათ. ამის შემდეგ ძველებურად არაფერი იქნებოდა”.

დავიდ ბოუვი 1970 წელს ენჯელა დომეთიოსზე დაქორწინდა და მასთან 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა 1972 წელს, ჟურნალთან Melody Maker -თან ბოუვიმ თქვა, რომ გეია. 4 წლის შემდეგ კი მუსიკოსმა “ფლეიბოის” უთხრა, რომ ბისექსუალია.

ეს სიმართლეა, მე ბისექსუალი ვარ. მაგრამ არ შემიძლია უარვყო, რომ ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოვიყენე. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო რამ, რაც ჩემს თავს მოხდა”.

მოგვიანებით, Rolling Stone-თან ინტერვიუში ბოუვიმ თქვა, რომ ის ყოველთვის ჰეტეროსექსუალი იყო და იმის თქმა, რომ ის ბისექსუალია, იყო მის მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა.

მას შემდეგ, რაც თავისი თავის ზიგი სტრადუსტთან დისტანცირება მოხდინა, ბოუვიმ ასეთი რამ თქვა:

ეს უბრალოდ ტყუილი იყო. ეს იმიჯი მე მათ მომცეს”.

1993 წელს ბოუვიმ Rolling Stone-თან ინტერვიუში  თქვა:

თავს რეალურად ბისექსუალად არასდროს ვგრძნობდი. მინდოდა მეპოვა და ვყოფილიყავი ზიგი. მაგრამ ირონია ის იყო, რომ გეი არ ვყოფილვარ. ფიზიკურად ეს ასე იყო, მაგრამ სასიამოვნო არ ყოფილა”.

დავიდ ბოწიე როლლინგ სტონე

ბოუვის პირადმა ცხოვრებამ და ორიენტაციამ საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა. მისი გენდერული სახეები ბოუვის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ნაწილი იყო.

ახლა ძალიან რთულია, ადამიანებს აუხსნა, როგორი განსხვავებული იყო 70-იანი წლები. ბევრი რამ ძველმოდური იყო, მათ შორის სოციალური სტრუქტურაც. სწორედ ამ პერიოდში მე ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩაცმაში და ვგრძნობდი, რომ დევიდ ბოუვი მე და მთელ თაობას ჩაცმის მრავალფეროვანი სტილის აღმოჩენაში დაგვეხმარა”, – თქვა მხატვარმა გრეისონ პერიმ ‘გარდიანთან‘ საუბრისას.

დღეს ბევრი ლგბტქ ადამიანი ფიქრობს, რომ ბოუვი მათ დაეხმარათ დაეჯერებინათ, რომ არაფერია ცუდი იმაში, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ ეს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ბევრმა ლგბტქ ადამიანმა დაწერა. პოსტები და კომენტარები ბაზფიდმა შეკრიბა.

პოლ ბარსტონი

მე მას ერთხელ შევხვდი. მელთდაუნში მისი შოუს დასრულების შემდეგ გამართულ ფართიზე. უფასო შამპანურით მთვრალი ვიყავი და მასთან თინეიჯერივით მივირბინე.

“თქვენ მე არ მიცნობთ, დევიდ, მაგრამ მე პოლი მქვია და როცა მე 15 წლის ვიყავი, თქვენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ”. მან გამიღიმა და მითხრა: “მართლა?” მე რაღაცა სულელურად წავიბუტბუტე, რაღაც ამის მსგავსი, “კი და შენ ისევ მაგარი კაცი ხარ”.  მან ეს იუმორით მიიღო. ამბობენ, რომ შესაძლოა შენს კერპს ვერასდროს შეხვდე, მაგრამ მიხარია, რომ მე ეს შევძელი. ის ნამდვილად ჯენტლმენი იყო”.

Screen Shot 2016-01-13 at 11.21.51 AM

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s