2016 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში რუსული გაზის კომპანიასთან – გაზპრომი ხელისუფლების მოლაპარაკებებს გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ევროატლანტიკურ კურსს და ქვეყნის დამოუკიდებლობას.

“არა გაზპრომს”, რომელსაც მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს, გამაფრთხილებელი იქნება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, “წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება”.

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!”

აქციაში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა (და სხვები).

აქცია-კონცერტის ორგანიზატორები არიან: Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზპრომთან. 2015 წლის 27 დეკემბრის ის ციურიხში, გაზპრომის წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვას შეხვდა. შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კალაძე 2015 წელის დასასრულს გაზპრომის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა: სექტემბერი – ბრიუსელი, ოქტომბერი – მილანი, დეკემბრის დასაწყისი – ლუქსემბურგი.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s