შესაძლებელია თუ არა დაფეხმძიმება პრეეაკულაციური სითხით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში საჭიროა იმის ცოდნა, რა არის პრეეაკულაცია.

ეს არის სითხე, რომელიც სათელსე ჯირკვლებიდან გამოედინება. მისი შემჩნევა პენისის ერექციის დროს მის წვერზე არის შესაძლებელი. თუმცა შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასე არ ხდებოდეს. პრეეაკულაციური სითხე ანეიტრალებს შარდსადენი მილის მჟავურ განვითარებას და სპერმას მისი “მოგზაურობის” დროს ეხმარება.

თავისთავად, პრეეაკულაციური სითხე სპერმას არ შეიცავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შარდსადენ მილში წინა ეაკულაციის დროს სპერმის მცირე ნაწილი მაინც არის დარჩენილი, პენისის ერექციის დროს შესაძლოა ის სითხესთან შეერთდეს და პარტნიორის სხეულში ამ გზით მოხვდეს.

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პრეეაკულაციურმა სითხემ და დაუცველმა ვაგინალურმა სექსმა ფეხმძიმობა გამოიწვიოს. თუ სპერმა ვაგინაში ეაკლუაციამდე მოხვდება, არის შანსი, რომ კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს.

“დაფეხმძიმების ალბათობა პრეეაკულაციური სითხით არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე სპერმის შემთხვევაში, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია”, – ამბობს Planned Parenthood.

ის, რომ პრეეაკულაციური სითხე შესაძლოა სპერმას შეიცავდეს, 2011 წელს ჩატარებული კვლევით დადასტურდა. კვლევის მონაწილე 27 კაციდან 11-ის სითხე სპერმას შეიცავდა, 10 შემთხვევაში კი მისი შემცველობა ამ სითხეში სხვადასხვა ოდენობის იყო.

შეიძლება თუ არა ქალი დაფეხმძიმდეს პრეეაკულაციური სითხით? პასუხი ასეთია: დიახ, მაგრამ იშვიათად.

წყარო: Medical Daily

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s