შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის ახალი სამსახური შეიქმნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ პროექტზე მათ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავეს.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გასაუბრება 11 ადამიანის შესარჩევად მიმდინარეობს (1 მხარდაჭერითი დასაქმების კოორდინატორი და 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი), რომლებიც შშმ და სსსმ პირებს პოტენციურ დამსაქმებლებს დააკავშირებენ და დასაქმებაში დაეხმარებიან. სერვისი მიმდინარე წელს უნდა ამოქმედდეს.

ინიციატივას წინ დიდი სამუშაოები უძღოდა – შემუშავდა მხარდაჭერით დასაქმების კოორდინატორისა და კონსულტანტის სამუშაო აღწერილობები, ითარგმნა ევროკავშირის მხარდაჭერითი დასაქმების ინსტრუმენტი. ახალი ინიციატივის თითოეულ ნაბიჯზე ქართულ მხარეს კონსულტაციას უწევდა მხარდაჭერითი დასაქმების ექსპერტი და საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე გასაუბრებების პროცესში”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წელს დაიწყო. შედეგად, 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, 23 პროფესიულ სასწავლებელში 30-მდე სხვადასხვა პროგრამაზე სსსმ და შშმ 426 პირი ჩაირიცხა. სტუდენტთა 40%-მა სასწავლებელი დაამთავრა, დასაქმებული კი მხოლოდ 31 მათგანია.

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ პირთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, განათლების სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სსსმ სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა წარმოადგენს.

სამინისტროსვე განცხადებით:

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დამსაქმებლებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არიან სამუშაოს მაძიებელი პირები, მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების შესახებ. შემუშავდა რეკომენდაციები, რომ არსებობდეს შუალედური რგოლი დამსაქმებლებსა და შშმ და სსსმ პირთა შორის და დამსაქმებლებს ჰქონდეთ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s