სახალხო დამცველი ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალიტების მიმართ ძალადობა განსაკუთრებით საშიშია, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ნანუაშვილის განმარტებით, თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიის მშენებლობაში განუზომელია.

“აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ. თავდამსხმელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში ძალადობის განმეორების თავიდან ასაცილებლად. გამოძიების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სიძულვილის მოტივის სათანადოდ შეფასებაზე”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მისივე თქმით, ის უშუალოდ მიადევენს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

შეგახსენებთ, სამშაბათს, 12 იანვარს, ტაბულას ჟურნალისტებს რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხნენ. მათი განმარტებით, თავდამსხმელები მიზეზად მათ პროფესიულ საქმიანობასა და ტაბულას მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკას ასახელებდნენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s