26 დეკემბერს, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში მომუშავე 12 წლის გოგონას ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რა ეტაპზეა გამოძიება და დააკავეს თუ არა დამნაშავე – ამის გასარკვევად “17” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

“გახსნილია დანაშაული და დადგენილია ის პიროვნება, ვინც გოგონას შეეჯახა. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მსხვერპლი ქუჩაში მომუშავე ბავშვების სიაში აღრიცხული არ იყო.

“ბავშვს ჰყავდა ოჯახი, მშობლები და დედმამიშვილები. ჩვენი მობილური ჯგუფი დადის ქუჩაში და აღრიცხავს ქუჩაში მომუშავე ბავშვებს, თუმცა სიაში ეს ბავშვი არ ყოფილა. ბავშვი ინტენსიურად ქუჩაში არ იდგა და პერიოდულად გამოდიოდა ხოლმე“, – ამბობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით იძიებს, რომლის მიხედვითაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s