7 იანვარს, თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, ჰომოფობიის ნიადაგზე, თავის 23 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. 50-მდე წლის მამამ მას ჯერ მძიმე საფერფლე ესროლა, შემდეგ კი რკინის სკამით სცემა. ძმას 20 წლის და 11 წლის დები გამოესარჩლნენ, რის საპასუხოდ მამა მათაც ფიზიკურად გაუსწორდა. მას შემდეგ ლუკა (სახელი შეცვლილია, ავტ.) თავის დებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს.

მომხდარის შესახებ ძალადობის მსხვერპლი გამოცემა “17”-ს მოუყვა.

“კონფლიქტი მოხდა შობის ღამეს. სამების საკათედრო ტაძარში იყო საშობაო ლიტურგია, რომელსაც პირველ არხზე აჩვენებდნენ, პულტზე ხელი დაეჭირა და რუსთავი 2-ზე გადართო, სადაც საქველმოქმედო კონცერტი გადიოდა. ილანძღებოდა რუსთავი 2-ის მისამართით და ამბობდა, რომ მასონების ტელევიზია იყო და შობის ღამესაც კი რაღაც “გარყვნილებას“ აჩვენებდნენ. ვუთხარი, რომ ეს საქველმოქმედო კონცერტი იყო და გაჭირვებულ ხალხს დაეხმარებოდნენ. ამის თქმის შემდეგ მძიმე საფერფლე, ტელევიზორის პულტი და სკამი მესროლა. როცა აზრზე მოვედი, ფეხიდან სისხლი მდიოდა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩემი ტერფის ძვალი გატეხილია და 10 დღე მესაჭიროება ხელჯოხით სიარული.

მას შემდეგ, რაც ჩემმა უმცროსმა დამ მამაჩემის დაწყნარება სცადა, მამაჩემმა მას მუშტი დაარტყა. ჩემს უფროს დასაც სცემა – თმაზე ხელი მოჰკიდა და ჩემთან ერთად გააგდო სახლიდან.

მამაჩემი ფანატიკოსია და არა მორწმუნე. მამაჩემმა იცის, რომ პატრიარქი უნდა უყვარდეს და უყვარს, ოღონდ რატომ უნდა უყვარდეს არ იცის. ის ვერ წარმოიდგენს, რომ ის საპირფარეშოში შედის, რადგან თვლის, რომ ამ კაცს არ შეიძლება ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ჰქონდეს. მამაჩემისთვის წარმოუდგენელია, მთიული კაცი როგორ შეიძლება იყოს გეი. მამაჩემს არ ეზიზღება მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები, ყველა ეზიზღება, ვინც მასისგან რამით გამოირჩევა. განათებული ქალები ეზიზღება, ძალადობას არშეგუებული ქალები ეზიზღება, ხმის ამოღების უნარის მქონე ქალები ეზიზღება. ქალი, რომელიც დაჩაგვრას არ ემორჩილება – ეზიზღება. ქალი, რომელიც სიგარეტს ეწევა – ეზიზღება“, – ამბობს ლუკა.

ლუკა ფიქრობს, რომ მამის მხრიდან აგრესიის მიზეზი მისი მეგობრები, გარეგნობა და ჩაცმულობაა.

“მამაჩემს აღიზიანებს ჩემი სანაცნობო წრე, როგორც ყველა ქართველ მამას. აქვს შინაგანი პროტესტი, როცა მისის შვილი ვიზუალურად არ ჰგავს თავისი ძმაკაცების შვილებს. ღიზიანდება იმით, რომ თავის ძმაკაცებს, მეგობრებს და ყველას, ვისაც მამრობითი სქესის შვილები ჰყავს ბაბუები არიან და თვითონ შვილიშვილი არ ჰყავს. მამაჩემს არ უთქვამს ის, რომ არ უნდა გეი შვილი, თუმცა ის თავისი საქციელით მაგრძნობინებს ამას… მე რომ ვიცოდე, რომ მამაჩემს არ მოსწონს ჩემი სექსუალური ორიენტაცია, ვერაფერს გამოვასწორებ, მაგრამ მეცოდინება მიზეზი და უფრო თავისუფლად ვიქნები”, – ამბობს “17”-თან ლუკა.

წლების განმავლობაში ლუკა თავის დებთან ერთად კახეთს ერთ-ერთ სოფელში, ბებიასთან ცხოვრობდა. გასულ წელს ბებია გარდაეცვალა, რის გამოც იძულებული გახდა, მამასთან დაეწყო ცხოვრება. ლუკას თქმით, მას შემდეგ მამა მასზე და დებზე სისტემატურად ძალადობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

მოძალადე მამის წინააღმდეგ “იდენტობას” იურისტის, ნინო ბოლქვაძის მოთხოვნით, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც შემდეგ სასამართლოზე დამტკიცდა.

ლუკა მოტივირებულია, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ თავის დებთან ერთად ცხოვრება დამოუკიდებლად დაიწყოს.

“ვეძებ სამსახურს, სადაც მე და ჩემი და შევძლებთ დამოუკიდებლად მუშაობას. გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავშესაფარში ცხოვრების პერიოდი, იმ მინიმალური თანხის მოსაგროვებლად, რომელიც თავშესაფრის დატოვების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის ქირაობის საშუალებას მოგვცემს”, – ამბობს ლუკა.

ვახო კვარაცხელია

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

6 Comments

  1. Baseding on the cops affidavit, attorney Tallion Taylor purposefully had material that revealed nude women believed by authorities to be under
    the age of 18.

    Like

    პასუხი

  2. ძალიან კარგი და ღირსეული ბიჭია ლუკა. წარმატებები შენ ❤

    Like

    პასუხი

  3. Sehr schöner Artikel! Ich sehe mir sehr gerne Videos über das Internet an. Vorallem liebe ich Amazon Prime Video.

    Like

    პასუხი

  4. Following college graduation, Kevin was an inaugural local in the
    freshly established Johns Hopkins as well as George Washington orthopedic physical treatment residency program.

    Like

    პასუხი

  5. Hello! I’m at work browsing your blog from my new apple
    iphone! Just wanted to say I love reading your blog and look forward to
    all your posts! Keep up the superb work!

    Like

    პასუხი

  6. The Hunchback of Notre Dame (1923) Primarily based on a novel
    by Victor Hugo, this silent film tells the enjoy
    story of Quasimodo, the deformed hunchback bell ringer of Notre Dame Cathedral, and the gorgeous Esmeralda in Paris of the 15th century.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s