ჯონ ჰოპნკინსის საჯარო ჯანდაცვის ბლუმბერგის სკოლის ინფორმაციით, ერექციული დისფუნქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. მათი უმეტესობა საშუალო ასაკის არის ან უფროსია. მაგრამ შესაძლოა ასაკმა კაცის სექსუალურ ცხოვრებაზე გავლენა არ მოახდინოს, თუ ისინი მეტ მოცვს მიირთმევენ.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ იმ პროდუქტებით კვება, რომლებიც ფლავონოიდებს შეიცავს, ერექციული დისფუნცქიის განვითარების რისკს ამცირებს.

მკვლევრები 25 096 კაცის კვების რაციონს 4 წელიწადში ერთხელ ამოწმებდნენ: 2000, 2004 და 2008 წელს. ამ პერიოდში მონაწილეები თავადაც აფასებდნენ თავიანთ ერექციულ დისფუნქციას. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ერექციული დისფუნქცია ნაკლებად აღენიშნებოდათ კაცებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ფლავონოიდით მდიდარ ხილს: მოცვს, მარწყვს, ვაშლს, მსხალს, ფორთოხალს და გრეიფრუტს, ასევე წითელ ღვინოს.

როგორ შეიძლება, რომ ამ ტიპის საკვების ნივთიერებებმა სექსუალურ ფუნქციაზე დადებითი გავლენა მოახდინოს? – ფლავონოიდები ჩვეულებრივი საკვები ნივთიერებები არ არის, ეს ძლიერი ფიტონივთიერებებია.

ფლავონოიდები იგივე ანთოციანებია, მცენარეული საღებარი ნივთიერებები, რომლებიც ხილს ლურჯ, იისფერ ამ მუქ წითელ პიგმენტებს აძლევს იმის ნიშნად, რომ ისინი სავსეა ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ეს სისხლძარღვებს ‘დასვენებაში’ ეხმარება და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ, აუცილებელია პენისის ერექციისა და ამ ერექციის შენარჩუნებისთვის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ანთოციანებმა, იმის გამო, რომ სისხლის ჯანსაღად მიმოქცევას ხელს უწყობს, ადამიანები შეიძლება კიბოსგან, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან დაიცვას.

ერექციული დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული მიზეზები გულის დაავადებები, სისხლძარღვთა პათოლოგიები, ქოლესტერინის მაღალი დონე, სისხლის მაღალი წნევა და დიაბეტია. ექიმები ამბობენ, რომ დისფუნქცია შესაძლოა სიმსუქნემ, დეპრესიამ, შფოთვამ და სტრესმაც გამოიწვიოს.

სწორმა კვებამ კი შესაძლოა ეს პრობლემები თავიდან აგარიდოთ.

წყარო: Medical Daily

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s