არასამთავრობო ორგანიზაციები ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელების მხრიდან ქმედების მოტივი ტაბულას საქმიანობა და “ეკლესიის კრიტიკა” იყო.

“აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, შსს-მ გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო და საერთოდ არ მიუთითა შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის თაობაზე, რაც ქმედების არაადეკვატური კვალიფიკაციაა”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს უკანასკნელ პერიოდში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ტენდენციის ზრდას და ამას სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკას უკავშირებენ.

“ამგვარ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება “გამყინავ ეფექტს” იქონიებს გამოხატვის თავისუფლებაზე, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვასა და გავრცელებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ. კობახიძის თქმით, თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული. ორგანიზაციები განმარტავენ, რომ თავდამსხმელებმა მოტივად სწორედ ტაბულას საქმიანობა დაასახელეს. ეს კი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდასხმა სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ სხვა ფაქტზე. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამნაშავეთა დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია და უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი მედია გარემო. ასევე, მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ გამოძიების დასრულებამდე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან, ვინაიდან მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტურობაზე”, – წერია განცხადების ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 12 იანვარს რესტორან “ჭაშნაგირში” ტაბულას ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს თავდამსხმელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებისა და თვითმხილველების თქმით, თავდასხმის მოტივი ტაბულას მიერ ეკლესიის კრიტიკა გახდა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s