რუსთაველი სტუდენტები რუსთავი-თბილისის მიკრო ავტობუსებზე სტუდენტური ტარიფის დაწესებას მოითხოვენ. 2015 წლის 17 დეკემბერს რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ რუსთავის მუნიციპალიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც  2016 წლის ბიუჯეტში სტუდენტებისთვის სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვდნენ, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ შექმნა პეტიცია, სადაც მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი დაწესდეს.

“რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილის სახით განცხადება შეიტანა, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ხოლო აღნიშნული სხვაობა (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო ქალაქის ბიუჯეტიდან ან მოლაპარაკებოდნენ კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს”, – აღნიშნულია პეტიციაში.

ერთ-ერთი რუსთაველი სტუდენტის, ლადო ბიწაძის თქმით, მგზავრობის ფასი დიდ პრობლემას წარმოადგენს და სტუდენტებისა და მათი მშობლების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.

“თბილისი-რუსთავის მიკრო ავტობუსების მგზავრობის ფასი არის 1.30 ან 1.50 თეთრი. ადრე გამოყოფილი იყო ყვითელი ავტობუსი, რომელიც სტუდენტებისთვისაც და რუსათვის დანარჩენი მოსახლეობისთვისაც ძალიან მისაღები იყო, თუმცა იგი გააუქმეს და ახლა მხოლოდ მიკრო ავტობუსებია. მგზავრობის საფასური რამდენიმე წლის წინ 1 ლარს შეადგენდა და შემდეგ გაძვირდა 1.50-მდე. იმ ფონზე, რომ საქართველოში ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, ძალიან უსამართლოა, რომ მგზავრობა ასე ძვირი ღირდეს. განათლების ძირითადი კერა თბილისშია და ყველა შემთხვევაში უწევთ რუსთაველ სტუდენტებს, რომ თბილისში იარონ, ეს ყველაფერი სტუდენტების ბიუჯეტზე, უფრო მეტად კი მშობლების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება” , – აღნიშნა ბიწაძემ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s