“კარგი ჯანმრთელობა კარმულ ცხოვრებას შეესაბამება”, – ასეთი ფრაზა შესაძლოა ჭკვიანურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს. ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს, შეედარებინათ, შეძლებდნენ თუ არა ადამიანები შეემჩნიათ განსხვავება ჭკვიანურ და სულელურ ფრაზებს შორის. კვლევა, რომელიც ჟურნალში Judgment and Decision Making გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ უფრო მეტად დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები ცდილობენ, იპოვონ აზრი უაზრობაში.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გორდონ პენკუკი, ვატერლოოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ერთ-ერთ ვებ გვერდს New Age Bulls–t Generator წააწყდა, რომლის ავტორები და მომხმარებლებიც გვერდს სწორედ ასეთი, აზრისგან დაცლილი და აბსურდული ფრაზების ქმნიან.

პენკუკმა და მისმა გუნდმა კვლევაში 800 ადამიანი ჩართო. ისინი მონაწილეებს სთხოვდნენ, მათთვის იმ განსხვავების შესახებ ეთქვათ, რომლებსაც ნამდვილ და ყალბ ფრაზებს შორის ნახავდნენ.

მკვლევარებმა ვებ გვერდიდან ფრაზები შემთხვევითი წესით აიღეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასე ჟღერდა: “დიპაკ ჩოპრას საიდუმლო ჩურჩული”. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს ფრაზების აბსურდულობა ან სიღრმე 1-დან 5 ქულამდე შეეფასებინათ. მონაწილეების 27%-მა ამ ფრაზებს 3 ან მეტი ქულა მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოტყუვდნენ და სისულელეები ჭკვიანურად მიიჩნიეს.

მეორე რაუნდში კვლევის ავტორებმა დიპაკ ჩოპრას მიერ ნათქვამი და ყალბი ფრაზები ერთმანეთში აურიეს, მონაწილეებს კი ისინი ერთმანეთისგან უნდა გაერჩიათ.

“მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩანდეს, რომ ფრაზები ბრძნულ აზრს შეიცავს, სინამდვილეში ისინი შემთხვევით შეკრებილი სიტყვებია, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ სინტაქსი აკავშირებთ”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

მათი დასკვნის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ღრმად რელიგიურად მიიჩნევენ, სისულელეების სხვებზე მეტად სჯერათ.

წყარო: Medical Daily

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s