ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში 14 იანვარს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების სერიამ ქვეყანაში დიდი მღელვარება გამოიწვია.

სულ მცირე 6 აფეთქება ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სადაც  მოქალაქეები და ტურისტები მოძრაობენ.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა., ხოლო დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის თქმით, მოკლულია 3 ტერორისტი, 4 კი დაკავებული.

ინდონეზიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტაჰიო კუმოლოს თქმით, ტერორისტული თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ კი განაცხადა:

“ქვეყანა და ხალხი არ უნდა შეშინდეს. არ უნდა მისცეს ტერორიზმს უფლება, რომ დაგვამარცხოს”.

ინდონეზიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, სუტიიოსომ განაცხადა, რომ პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს ერთ ეჭვმიტანილს.

არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა “ისლამურ სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული.

ინდონეზიაში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2015 წლის დეკემბერში პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულებიდან ხუთს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდა კავშირი.

წყარო: www.wsj.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s