საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კანონმდებლობაში ცნება “მიუსაფარი ბავშვი” შემოდის. საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს, 15 იანვარს დაამტკიცა.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, “მიუსაფარი ბავშვის” ცნება შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, დაიცვას არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც. ცვლილებების მიხედვით, ახლებურად დარეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის  მექანიზმებიც უფრო ქმედითი გახდება.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს:

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას, ამიტომ ისინი ზუსტად არ არიან აღრიცხულნი. ასეთი ბავშვების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია − დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ პატარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.  ამის გამოც, ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მისი მოძალადისაგან მყისიერად განცალკევების მექანიზმი.

უწყების განმარტებით,

ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში”.

ცვლილებები სოციალური მუშაკის როლის გაზრდასაც ითვალისწინებს. ახალი კანონმდებლობით, სოციალურ მუშაკს ექნება უფლება, გადაუდებელი აუცილებლობისას ბავშვის მოძალადისგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

კანონში “სხვა პირის” ცნებაც შემოდის, რომელიც შესაძლოა მოზარდზე ძალადობდეს. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებით, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მხოლოდ ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან ძალადობისგან არის დაცული.

“ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, სოციალური მუშაკი შეძლებს, დაეხმაროს ბავშვს მის მიმართ ნებისმიერი პირისაგან განხორციელებული ძალადობის ან უგულებელყოფის შემთხვევაში. მას უფლება ექნება, მიიღოს ბავშვის მოძალადე მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება; აუცილებლობის შემთხვევაში კი, მოხდება მშობლის უფლებების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენება და ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა შეძლონ მისთვის დახმარების, მათ შორის, სამედიცინო დახმარების, შეთავაზება”.

ცვლილებები “სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ უნდა შევიდეს.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s