ფიფამ რამდენიმე სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გულშემატკივრების მხრიდან ჰომოფობიური შეძახილების გამო დააჯარიმა. ჯარიმის გადახდა არგენტინის, ჩილეს, მექსიკის, პერუს და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციებს მოუწევთ.

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ თქვა, რომ გულშემატკივრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შეძახილები 2018 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩებზე გაჟღერდა.

ყველაზე მეტი თანხით ჩილეს ეროვნული ნაკრები დაჯარიმდა. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას 48 600 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.

დანარჩენი 4 ქვეყნის ჯარიმის თანხა კი მთლიანობაში 27 750 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ამასთან, გულშემატკივრების მხრიდან ჰომოფობიური შეძახილებისთვის შესაძლოა, ჯარიმა კიდევ ერთ ქვეყანას, ჰონდურასს დაეკისროს. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაურკვეველია, შეამცირებს თუ არა გუნდების დაჯარიმება ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ფეხბურთში, თუმცა ფიფას წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მხოლოდ ფინანსური სასჯელები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კლაუდიო სალსერმა, ფიფას დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზოგიერთი გუნდის გულშემატკივრები ფეხბურთის ძირითად ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან.

ფიფა და დანარჩენი საფეხბურთო საზოგადოება აქტიური უნდა იყოს და საზოგადოებას თანასწორობის და სხვათა პატივისცემის შესახებ მესიჯები უნდა მიაწოდოს”, – თქვა მან.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s