არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” ინტელექტუალური თამაშში “რა? სად? როდის?” გამართა. აღნიშული ღონისძიება ორგანიზაციის ახალგაზრდულ კლუბში პირველად შედგა.

თამაშში IMG_4911მონაწილეობა 4-მა გუნდმა მიიღო. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა. მონაწილეებისთვის შეკითხვები ლგბტ აქტივიზმისა და მიღწევების შესახებ იყო. გარდა ამისა, შეკითხვები სხვა საკითხებსაც მოიცავდა.

როგორც “იდენტობას” სოციალური მუშაკი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიება საპილოტეა, მას დიდი დაინტერესება მოჰყვა.

“იდეა ჩვენს მოხალისეებში გაჩნდა, რომლებიც იდენტობას ძალიან ბევრი ჰყავს. ორგანიზაციის თანამშრომლები სხვადასხვა აქტივობებს ძირითადად, ახალგაზრდული კლუბის ბაზაზე გეგმავენ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ლგბტქი+ საკითხებზე ყოფილიყო კონცენტრირებული. კარგი იქნება ის ფაქტი, რომ მეტ ახალგაზრდას ეცოდინება, რა გზა გაიარეს ლგბტ მოძრაობებმა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მიზანი ახალგაზრდების გართობა, ახალგაზრდული კლუბის გაფართოება და თემის პოპულარიზაციაა”, – ამბობს ხუციშვილი “17”-თან საუბარში.

“იდენტობას” სოციალური მუშაკის თქმით, საუკეთესო კითხვას თამაშში “რა? სად? როდის?” გააგზავნიან.

თამაშში გამარჯვებულ გუნდს სერთიფიკატი და სიმბოლურად, ფერადი ბუ გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი

გამარჯვებული გუნდი

IMG_4974

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s