შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს.

ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 12 იანვარს ლესელიძეზე, რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს რამდენიმე პიროვნება თავს დაესხა. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გამოცემა “17”-ს ტაბულას ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ განუცხადა, თავდასხმის მოტივი “ტაბულას მიერ ეკლესიის გინება” გახდა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s