გერმანიაში, 15 იანვარს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ქვეყანაში მოქმედ 719 ევანგელურ ტაძარში უახლოესი მომავლიდან ლგბტ წყვილებს დააქორწინებენ. გადაწყვეტილებას გერმანიაში სიდიდით მეორე, რინელენდის ევანგელური ტაძარიც შეუერთდა.

რინელენდის ევანგელური ეკლესია ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ლიბერალური დამოკიდებულებებით. ჯერ კიდევ 2000 წელს, მანამ, სანამ ერთი და იმავე სექსის წყვილები სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას მიიღებდნენ, ტაძარი მათ ლიტურგიულ მხარდაჭერას სთავაზობდა.

ჰესე-ნასას ევანგელური ეკლესია კი პირველი იყო, რომელმაც შესაბამისი ცვლილება ტაძრის კონსტიტუციაში შეიტანა. ამ დრომდე ლგბტ წყვილებს ტაძარში მხოლოდ დალოცვის ან კურთხევის მიღება შეეძლოთ, რაც რელიგიურ ცერემონიად არ ითვლება.

კენჭისყრამდე, დებატების მიმდინარეობისას, სინოდის წევრებმა თქვეს, რომ დაქორწინებულ წყვილებსა და სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი წყვილების მიმართ განსხვავებული მიდგომისთვის არც იურიდიული და არც ტექნიკური მიზეზი არსებობს.

საკუთარ კონსტიტუციაში ცვლილებები ბერლინ-ბრანდერბურგის ევანგელურმა ეკლესიამაც შეიტანა და აპრილში აქ გეი წყვილებს დაქორწინების საშუალება ექნებათ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გეი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების საკითხზე სხვა ეკლესიებიც მსჯელობენ.

წყარო: Gaystarnews

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s