არა გაზპრომს – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-კონცერტი გაიმართა. შეკრებილმა ადამიანებმა საქართველოს მთავრობის მიერ რუსული გაზის კომპანიასთან, ‘გაზპრომთან’ მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

აქცია პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას მიერ იყო ორგანიზებული. პლატფორმის წარმომადგენლებმა თქვეს, ‘გაზპრომთან’ მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ევროატლანტიკურ კურსს და ქვეყნის დამოუკიდებლობას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტაბულას გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “17 მაისთან” ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება გაზპრომთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს, თუმცა ეს აქცია შედეგს მაინც გამოიღებს.

ნებისმიერი აქციის მიზანი არის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. თუ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ შეისმინა, კარგი იქნება, მაგრამ მე ამის ილუზია არ მაქვს. ხელისუფლებას არც ერთი დამაჯერებელი ეკონომიკური არგუმენტი არ უთქვამს გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ. მათი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს. თუმცა, ვთვლი, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით პროტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა მოგვიტანა გაზპრომმა. სამარცხვინოა, რომ დღეს ამაზე ლაპარაკი გვიწევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი წნეხი 2016 წელს იმ შედეგს მაინც გამოიღებს, რომ ეს მავნებლები სახლში წავლენ”.

“გაზპრომი არის ძალიან საშიში პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში. ეს ჩვენ ჩვენს თავზეც ვიგრძენით 2006 წელს, იგრძნო უკრაინამ, ევროპის სახელმწიფოებმა. ეს არის აღიარებული საშიში იარაღი, ეს არ არის კომერციული ორგანიზაცია, ეს არ არის კომერციული მოლაპარაკებები, ეს არის წმინდად პოლიტიკური პროცესი. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენი ინიციატივით სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა რატომ შედის ამ პროცესში მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს, გაზპრომს ჩამოშორდეს. გარდა ამისა, მთავრობა არათანმიმდევრულია, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური რისკების შესახებ”, – ამბობს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

IMG_4987 IMG_4995 IMG_4997 IMG_5003 IMG_5008 IMG_5015 IMG_5026 IMG_5029 IMG_5031 IMG_5036 IMG_5038 IMG_5041 IMG_5046

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s