ტაივანის მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი “დემოკრატიული პროგრესული პარტიის” (DPP) კანდიდატს, ცაი ინგ ვენს დაუჭირეს. 8 მილიონმა ამომრჩეველიდან 56%-მა ხმა სწორედ ცაის მისცა. მისმა ოპონენტმა, პროპეკინური პარტიის KMT წარმომადგენელმა ერიჩ ჩუმ კი დამარცხება აღიარა.

ჩუმ ელექტორატის ხმების 31% მიიღო, “ხალხის პირველმა პარტიამ” კი – დაახლოებით 10%. ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, DPP დიდი უპირატესობით ლიდერობს ტაივანის საკანონმდებლო არჩევნებშიც. პარტიამ ხმების 46% მიიღო, KMT-მ კი 25%.

დემოკრატიული პროგრესული პარტიის მხარდამჭერები არჩევნების ამ შედეგს საზეიმოდ აღნიშნავენ.

ცაი ინგ ვენი 59 წლისაა. მას დოქტორის ხარისხი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიენიჭა, კორნელის უნივერსიტეტში კი სამართალი ისწავლა. პოლიტიკაში 1990 წელს მოვიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კი 2012 წელსაც სცადა, თუმცა დამარცხდა. ახლა ის ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტი და ჩინურად მოლაპარაკე ქვეყნების ყველაზე გავლენიანი ქალია.

ტაივანს ჩინეთი თავის პროვინციად განიხილავს. მიუხედავად ამისა, კუნძული, სადაც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე ათწლეულია, საკუთარ თავს დამოუკიდებლად მართავს.

ცაი მეორეა “დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან”, რომელიც ტაივანის პრეზიდენტი გახდა. პირველი ჩენ შუი ბიანი იყო, რომელიც ქვეყანას 2000-დან 2008 წლამდე მართავდა და რომელიც კორუფციულ სკანდალში გაეხვია. სწორედ ამის გამო, ცაი განსაკუთრებით გააკრიტიკეს გადაწყვეტილებისთვის, ​DPP-ს შეერთებოდა.

გასული წლის გეი პრაიდამდე, რომელიც ტაივანის დედაქალაქში ჩატარდა, ცაიმ ლგბტ ქორწინების მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატა.

სიყვარულის წინაშე ყველა თანასწორია. დაე ყველას ჰქონდეს სიყვარულის თავისუფლება და დამოუკიდებლად განაგოს თავისი ბედნიერება. მე ცაი ინგ ვენი ვარ და მხარს ვუჭერ ქორწინების თანასწორობას”, – თქვა მან ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობილია მისი სიყვარული ორი კატის Think think და Ah Tsai-ის მიმართ. ერთ-ერთი მათგანი გასულ წელს ცაისთნ ერთად საახალწლო მიმართვის ვიდეოში გამოჩნდა.

წყარო: QZ.COM

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s