სიღარიბესთან ბრძოლა

გენდერული თანასწორობა სიღარიბესთან ბრძოლისა და უფრო ჯანმრთელი, მდიდარი და ბევრად განათლებული საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახს ქალებში დაბანდებული ინვესტიციის 90%-ზე მეტი უბრუნდება, მამაკაცების შემთხვევაში ამის პროცენტული მაჩვენებელი 30-40 პროცენტია. ქალებში ინვესტირებას მოაქვს გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ყველა ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვისაც.

ატარე გოგონები სკოლაში

31 მილიონ გოგონას მსოფლიოში არ აქვს განათლების მიღების საშუალება. მათ აიძულებენ, სწავლა შეწყვიტონ და დაქორწინდნენ. განვითარებად ქვეყნებში 5-დან 1 გოგონას 6 კლასიც კი არ აქვს დამთავრებული.

თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ განათლებული გოგონები და ქალები უფრო ჯანმრთელები არიან, აქვთ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარი და საშუალება, თავიანთ საზოგადოებას და ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარონ. ერთი სკოლაც კი მნიშვნელოვანია. გოგონების შემოსავალი 25%-ით გაიზრდება ყოველ იმ წელზე, რომელსაც ის სკოლაში გაატარებს. ინდოეთს რომ 1%-ით მეტი გოგოსთვის მიეცა საშუალო განათლების შესაძლებლობა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.5 მილიარდი დოლარით გაიზრდებოდა.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობა

მსოფლიოში 222 მილიონ ქალს არ აქვს ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის შესახებ. ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა გაუთვალისწინებელი ფეხმძიმობის 68%-ის და სარისკო აბორტების 70%-ის თავიდან აცილება, ასევე ახალშობილთა სიკვდილიანობის 35%-ით შემცირება.

კონტრაცეფცია არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს მომავლისთვის. ოჯახის დაგეგმვისთვის დახარჯული 1 დოლარით მთავრობები 6 დოლარის დაზოგვას შეძლებენ, რაც შემდეგ შეიძლება ჯანმრთელობის, წყლის თუ სხვა საზოგადო სერვისის სისტემას მოხმარდეს.

თინეიჯერულ ასაკში ფეხმძიმობის პრევენცია

ყოველწლიურად 16 მილიონი გოგონა მშობიარობს 15-19 წლის ასაკში. დაუქორწინებელი გოგონებისა და ქალების მხოლოდ 35% იყენებს კონტრაცეფციას, შესაბამისად, თინეიჯერების უმეტესობა დაუგეგმავად ფეხმძიმდება. ასეთ შემთხვევების გამო ისინი იძულებულნი არიან, დატოვონ სკოლა, ამასთან, მათი ჯანმრთელობა შიდსის და სხვა დაავადებების, ასევე ფეხმძიმობის გართულების რისკის ქვეშაა. თინეიჯერების ფეხმძიმობის თავიდან აცილებით გოგონებს შეეძლებათ სკოლაში დარჩენა, მომავალზე ზრუნვა და რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა. თუ ეს გოგონები საშუალო განათლებას მიიღებენ, 3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

მშობიარობის შემდგომი გართულებებით ქალების სიკვდილიანობის შემცირება

2014 წელს 300 000 ქალი დაიღუპა ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომი გართულებებით. დედათა სიკვდილიანობა ღარიბ სოფლებში გაცილებით მაღალია. ასეთი შემთხვევების 99% განვითარებად ქვეყანაზე მოდის. მაგრამ, რაც მთვარია, ყველა მათგანის თავიდან აცილება არის შესაძლებელი. ქალებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის მიმართვის საშუალება.

ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრა

14 მილიონი გოგონა 18 წლის ასაკამდე არის დაქორწინებული. განვითარებად ქვეყნებში სიღარიბე და ტრადიციული გენდერული როლები ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. ყოველი მე-7 გოგო 15 წლის ასაკამდე არის დაქორწინებული, ზოგიერთი ბავშვი კი პატარძალი 9 წლის ასაკში ხდება. ბავშვი პატარძლები სიღარიბეში ეფლობიან განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობის გარეშე.

გოგონები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, სრულად მიიღონ საშუალო განათლება, ადრეულ ასაკში 6-ჯერ ნაკლებად ქორწინდებიან იმ გოგონებთან შედარებით, ვინც სწავლას ვერ ახერხებს. ასევე, განათლებული გოგოები ნაკლებად ფეხმძიმდებიან თინეიჯერობის ასაკში.

დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა

ქალები მსოფლიოს სამუშაო საათების ⅓-ს მუშაობენ, ქმნიან ნახევარი მსოფლიოსთვის საჭირო საკვებს, თუმცა მსოფლიოს შემოსავლის 10%-ს გამოიმუშავებენ და მსოფლიოს ქონების 1%-ზე ნაკლებს ფლობენ. საშუალოდ, ქალები მამაკაცის შემოსავლის ნახევარს გამოიმუშავებენ.

იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეულ იქნას, ქალებს და კაცებს თანაბარი სამუშაო შესაძლებლობები და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.

სასურსათო რესურსებზე ხელმისაწვდომობა

სიღარიბისა და შიმშილის პრობლემის გადაწყვეტა ქალებს შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ქალი ფერმერები მრავალ შეზღუდვას აწყდებიან: ფლობენ და ამუშავებენ გაცილებით მცირე მიწის ნაკვეთებს და კრედიტების მიღებაც უჭირთ.

თუ  გვსურს, შევამციროთ სიღარიბე და შიმშილი, უნდა მივცეთ ქალებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და წვდომის საშუალება. ამას შეუძლია: ფერმის შემოსავლები 20-30%-ით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია კი 4%-ით გაზარდოს. ასევე, მშიერი ადამიანების რაოდენობა 150 მილიონით შეამციროს.

გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლა

3-დან 1 ქალი მსოფლიოში, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი ქალი, მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდის ძალადობას. სქესის გამო ძალადობა მრავალი ფორმით არის გამოხატული: წამება, გაუპატიურება, სექს ტრეფიკინგი, მკვლელობა ‘ღირსების‘ სახელით, ცემა ფეხმძიმობის დროს, ასევე ოჯახური ძალადობა. ეს ყველა ასაკის ქალს ყველა ქვეყანაში ეხება. ძალადობა სიღარიბის ერთ-ერთი ძირითად მიზეზია. ის ქალებს ძალადობის მიღების, მუშაობის და შემოსავლის მიღების საშუალებას ართმევს.

ქალების გენიტალიის დასახიჩრების დასრულება

დაახლოებით 100-140 მილიონი ქალს მსოფლიოში გენიტალია დასახიჩრებული აქვს, მათგან 6.5 მილიონი დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს პრაქტიკა აფრიკის ქვეყნებში დღემდე გრძელდება და მისი მსხვერპლი 90 მილიონი აფრიკელი ქალია. გენიტალიებს ძირითადად 15 წლამდე ასაკის გოგონებს უსახიჩრებენ. ეს აქტი იქაური კულტურული ნორმების გათვალისწინებით, დედების თანხმობით ხდება და შოკისმომგვრელია. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ტკივილს, ინფექციებს და ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

წყარო: Global Citizen

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s