არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” კონფერენცია თემაზე “საქართველოს ლგბტ მოძრაობის მიღწევები და გამოწვევები: 2010 – 2016 წლებში” გამართა.

კონფერენციაზე დამსწრეებს მიესალმნენ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოს დაუმა, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

“იდენტობას” მხრიდან აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ორგანიზაციის პროგრამების დირექტორი ნინო ბოლქვაძე, იდენტობას სათემო ცენტრების ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე და განათლების პროგრამის მენეჯერი ანა ილურიძე. გამომსვლელებმა 2010 წლიდან – დღემდე, ლგბტ აქტივიზმის შედეგები შეაჯამეს.

ირაკლი ვაჭარაძემ საქართველოში განვლილი 6 წლის მანძილზე ლგბტ ადამიანების მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, კერძოდ კი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მიღწეული შედეგები და ხაზი გაუსვა ლგბტ ადამიანების წინაშე მდგარ საზოგადოებრივ გამოწვევებსა და საკანონმდებლო ხარვეზებს.

ნინო ბოლქვაძემ აუდიტორიას უფლებადარღვეული ადამიანებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგები გააცნო. კერძოდ, მან მიმოიხილა ის უფლებები, რომელთა დარღვევის გამო ადამიანები ყველაზე მეტად მიმართავდნენ “იდენტობას”. ნინო ბოლქვაძემ ასევე ისაუბრა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის სტრატეგიული საქმეებზე, რომლებსაც “იდენტობა” საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა და აწარმოებს.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრანტის, ანა ილურიძის მოხსენება სახელმწიფოს, ნაციონალიზმსა და სექსუალობას შორის გენდერულ კავშირებს შეეხებოდა. ვისთვის არის სამშობლო “კომფორტის ზონა”? რომელ მოქალაქეს სთავაზობს სახელმწიფო დაცვას და ვის დაცვაზე ამბობს უარს? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ილურიძემ ერი და სახელმწიფო სექსუალობის მქონე სუბიექტებად განიხილა.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ლგბტ თემის წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობების, პოლიტიკური პარტიების წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. […] “იდენტობამ” 5 წლიანი ლგბტ აქტივიზმ… […]

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s