სერგო რატიანი:

მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ის, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არის გარკვეული წარმატებები, თქვენი დამსახურებაა.
მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ გარკვეული ჯგუფები დაპირისპირებულნი არიან სხვა ჯგუფებთან. პრობლემა არის საზოგადოებრივ ცნობიერებაში. მე-20 საუკუნე, მოდერნული სამყაროს სახე ყალიბდებოდა ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში და ამავე ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი განმსაზღვრელი იყო ის, რომ ადამიანი არის დეტერმინირებული სოციალურად, რასობრივად, გარკვეული კლასის მიხედვით. ესა თუ ის ადამიანი თავის თავს ან მოძალადეთა ჯგუფს მიაკუთნდებდა, ან იმ ჯგუფს რომელიც იყო განწირული იმისათვის, რომ მასზე ეძლადათ. ეს იყო მთავარი პრობლემა.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნე, ჰანა არენდტი ტოტალიტარიზმის შეფასების დროს ამბობს, რომ მთავარია გავარკვიოთ, რატომ მოხდა, როგორ შეიძლება მომხდარიყო, რომ მილიონობით ადამიანი მიჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში და დასახვრეტად ისე, რომ მათ დიდი პროტესტი არ გამოუხატავთ. მეორე მხრივ კი, ადამიანები ხვრეტდნენ სხვებს ისე, რომ ისინი მათ არც პირადად ემუქრებოდნენ, არც მათ სამშობლოს უქმნიდნენ საფრთხეს და არც რწმენას. უბრალოდ ხვრეტდნენ. არენდტის აზრით, ეს ნიშნავს, რომ მათი იდენტობა თავიდანვე განსაზღვრული იყო და თავად მათ ამის ჩამოყალიბება არ შეეძლოთ.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავარი პრობლემა არის სწორედ ამ ტოტალიტარული აზროვნების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემა არ არსებობს, ადამიანებს გონიათ, რომ ისინი კვლავ დეტერმინირებულები არიან ეთნიკურად და რელიგიურად. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია, რომელიც არის რწმენასთან და თავისუფალ არჩევანთან დაკავშირებული და თავისუფალი არჩევანის გარეშე არ არსებობს, ჩვენთან ხშირად მოისმენ ასეთ, სრულიად უცნაურ განსაზღვრებას: “მე ვარ დაბადებით მართლმადიდებელი”, რაც სრულიად ეწინააღმდეგება რწმენის თავისუფლების იდეას.
სწორედ ეს მოცემულობა განსაზღვრავს იმ მდგომარეობას, რომ ადამიანები თავისუფლებას ებრძვიან.  ქრისტიანული კულტურისთვის ეს უცნაურია, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უარი თქვა ეთნოცენტრიზმზე. ის იყო არა ბერძნების, ინდოელების ან სხვების რელიგია, არამედ ქმნიდა, აერთიანებდა საზოგადოებებს სწორედ რწმენის და ადამიანების არჩევანის მიხედვით. ამის და თანამედროვე სამყაროს პრინციპების დავიწყება, რომელიც ამ კულტურას ეფუძნება, არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ 17 მაისი.
მთავარი გამოწვევა დღეს არის ის, რომ ჩვენ გვყავს მმართველი, რომელიც ეტრფის “ასავალ-დასავალს” და “ობიექტივს”. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, სიძულვილს ენა წახალისებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს ასეთ მედიას. მე ვფიქრობ,  ამ გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ.
ვფიქრობ, რომ საქართველო შედგება, როგორც მოდერნული ქვეყანა და აქ მთავარი პრობლემა სიძულვილის ენა არ იქნება.

სერგო რატიანი, საპარლამენტონ უმცირესობის წევრი, “იდენტობას” 5 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას. 18 იანვარი, 2016 წელი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s