ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლები შენდება – აღნიშნულის შესახებ გამოცემა “17”-ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით გოგუამ განუცხადა.

გოგუას თქმით, შექმნილია სოციალურად დაუცველი ოჯახების შემსწავლელი ჯგუფი, რომლის საშუალებითაც იმ ოჯახების რაოდენობა დგინდება, რომლებსაც ახალი სახლები აშენება ესაჭიროებათ.

“შესაბამისი კომისია ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მოადგილე არის ჩართული, ასევე სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, სოფლის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პიროვნებებს ჩვენი ბიუჯეტის შესაბამისად ვეხმარებით, რათა აუშენოთ მათ სახლები მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება გავუუმჯობესოთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სოციალური და ეკონომიკური პირობები ჩვენს თანამოქალაქეებს”, – განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით გოგუამ.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი სახლების ასაშენებლად 60 000 ლარია გამოყოფილი. დავით გოგუა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s