ჰეტერო წყვილი, რომელსაც კავშირი სამოქალაქო პარტნიორობის კანონის ფარგლებში სურს დააკანონოს, სასამართლოს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

რებეკა სტეინფილდი და ჩარლზ კიდანი, რომლებიც დასავლეთ ლონდონში, ჰამერსმიტში ცხოვრობენ, აღნიშნავენ, რომ მთავრობის პოზიცია სამოქალაქო პარტნიორობის კანონის მხოლოდ ჰომოსექსუალებზე გავრცელებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.

წყვილი 2010 წლიდან ერთად ცხოვრობს და 8 თვის შვილი ჰყავს. მათ სურთ, რომ მათი ურთიერთობა სამართლებრივად სწორედ სამოქალაქო პარტნიორობის კანონის ფარგლებში იყოს აღიარებული, თუმცა აღნიშნული კანონით სარგებლობა მხოლოდ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შეუძლიათ.

წყვილის ადვოკატმა, კარონ მონაგანმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა:

“მოსარჩელეები თვლიან, რომ ჰეტეროსექსუალებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის კანონის ხელმიუწვდომლობა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციაა. როდესაც მხოლოდ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შეუძლიათ აღნიშნული კანონით სარგებლობა, ხოლო ჰეტერო წყვილებს არა, ეს კანონის წინაშე თანასწორობას ეწინააღმდეგება. სამოქალაქო პარტნიორობის კანონი მოსარჩელე წყვილს მისცემდა შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, მათ კავშირს ჰქონოდა სამართლებრივი ძალა, ხოლო მეორე მხრივ თავიდან აიცილებდნენ პატრიარქალურ რიტუალებს, რომლებიც ქორწინებასთან ასოცირდება”, – აღნიშნა ადვოკატმა.

სამოქალაქო პარტნიორობის ჰეტერო წყვილებზე გაუვრცელებლობის შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც დანიშნულები არიან, იძულებულები ხდებიან, რომ დაქორწინდნენ, რათა მიიღონ სამართლებრივი აღიარება და ის პრივილეგიები, რაც ოფიციალურ კავშირს ახლავს თან.

წყვილი სასამართლოსგან მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამოქალაქო პარტნიორობის კანონის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ იგი მხოლოდ ერთი და იმავე სქესის წყვილებზე ვრცელდება და აღიაროს, რომ იგი ადამიანის უფლებების 1998 წლის აქტს ეწინააღმდეგება.

აღნიშნულ მოწოდებას 30,000-მდე ადამიანი შეუერთდა.

სამოქალაქო პარტნიორობის კანონი ერთი და იმავე სქესის ადამიანებს იმ უფლებების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რომლებითაც აქამდე მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობდნენ. კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ ლგბტ წყვილს შვილის აყვანის უფლებას არ აძლევს, თუმცა, იგი ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისგან დაცვისკენ არის მიმართული.

წყარო: www.telegraph.co.uk

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s