სატელიტიდან გადაღებული სურათების მიხედვით დასტურდება, რომ ერაყში მდებარე უძველესი ქრისტიანული ეკლესია ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა გაანადგურეს.

წმიდა ელაიას ეკლესია ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე 1400 წლის განმავლობაში იდგა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეკლესია 2014 წელს, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქალაქის აღების დროს დაინგრა.

მოსულის კათოლიკე მღვდელი აღნიშნავდა, რომ ქრისტიანული ისტორია განადგურების საფრთხის წინაშე იდგა.

“ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ სურთ ქრისტიანები ამ ქვეყნიდან სრულიად წავიდეთ”, – აღნიშნა მამა პავლე ტრებიტ ჰაბიბმა, რომელიც ამჟამად ქურდიშში ცხოვრობს.

“ისლამური სახელმწიფოს” წევრები ქრისტიან მოსახლეობას ერაყსა და სირიაში ისლამზე გადასვლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქრისტიანებს ქონებას ართმევენ და დამატებით გადასახადებს უწესებენ.

წმიდა ელაიას მონასტრის გარდა, ერაყში, სირიაში, ნინევიასა და ჰატრაში მდებარე ეკლესიები და მონასტრებიც განადგურებულია.

წმიდა ელაიას მონასტერი ერაყში თანაბრად იზიდავდა როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ ადამიანებს. თითქმის ყველა პოეტი, ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა და საუბრობდა ამ მონასტერზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადგილი ისტორიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

2011 წლის მარტში გადაღებული წმინდა ელაიას მონასტრის ფოტო

2011 წლის მარტში გადაღებული წმიდა ელაიას მონასტრის ფოტო

2014 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო

2014 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო

1970-იან წლებში მონასტერი ერაყის რესპუბლიკის სამხედრო ძალების ბაზად იყო გამოყენებული. 2003 წელს მისი კედლები ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაზიანდა.

ანალიტიკოსი, სტეფან ვუდი აღნიშნავს, რომ წმიდა ელაიას მონასტერი დაახლოებით, 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდშია განადგურებული.

წყარო: www.bbc.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s