უსიამოვნო სექსის თავიდან აცილებისთვის, საკვები, რომელიც სექსუალურ მოთხოვნილებას დაგიქვეითებთ, არ უნდა მიიღოთ.

მაგალითად, ლობიო

ლობიომ შეიძლება სექსის სურვილი შეამციროს, რადგან მუცლის შებერილობას და ნაწლავებში გაზების დაგროვებას იწვევს. ლობიო ძნელად მოსანელებელ შაქარს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირება გაართულოს.

შოკოლადი

ეს ტკბილეული გაჯერებულია ანანდამინებითა და ფენილეტილამინით, ორი კომპონენტით, რომელიც სხეულს ენდორფინების გამოყოფას ‘აიძულებს’. კაკაო, რომელიც ცნობილია, როგორც აფროდიზიაკი და მეტილქსანტინებს შეიცავს, კანს ნებისმიერი შეხების მიმართ ძალიან მგრძნობიარეს ხდის, მაგრამ ამავე დროს შეუძლია ადამიანში ძილიანობა გამოიწვიოს.

ფსიქოთერაპევტი, დოქტორი ფრენ ვოლფიში ‘მედიქალ დეილისთან’ ამბობს: “უმეტესობა ფიქრობს, რომ შოკოლადი აფროდიზიაკია, მაგრამ ჩემი ქალი პაციენტები მეუბნებიან, რომ შოკოლადი მათ ღლით და ლიბიდოს და სექსუალურ სურვილებს უქვეითებს”.
 

შემწვარი საკვები

როცა საქმე სექსს ეხება, ისეთი საკვები, როგორიც არის ბურგერი, ასევე სხვა ცხიმიანი სწრაფი კვების კერძები უნდა გამოირიცხოს.

ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ კარტოფილი ფრის ჭამას სექსის წინ, რადგან ამან შესაძლოა სექსუალური პრობლემები გამოიწვიოს.

ცნობილია, რომ ამ ტიპის საკვები ქალების და კაცების ლიბიდოს ძალიან აქვეითებს.

სწრაფ კვებას მრავალი გვერდითი ეფექტი აქვს, მათ შორის, კაცებში ანომალიურად იმატებს სპერმის ოდენობა, ქალების შემთხვევაში კი ფეხმძიმობაზე ახდენს გავლენას.

პოპკორნი

ამ პოპულარულმა სასუსნავმა შესაძლოა ჩვენი კვებითი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, მაგრამ სექსუალური აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედოს. პოპკორნი შეიცავს ისეთ მჟავებს PFOA და PFOS, რომლებიც, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კაცების სექსუალურ შესაძლებლობებთან პირდაპირ არის დაკავშირებული, ასევე სპერმის ოდენობასაც ამცირებს.

წყარო: Medical Daily

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s