საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საბჭოს წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემული შემთხვევა საგანგაშო გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოში განსხავებული პოზიციის პატივისცემა ერთ–ერთ მძიმე პრობლემას წარმოადგენს.

შეუწყნარებლობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენი შეხედულებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე სამართალდამცველების მხრიდან არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირებაა. დაუსჯელობის განცდა, როგორც ჩანს, მიზეზი ხდება ყოველი მორიგი სამართალდარღვევისა.
რელიგიათა საბჭო ვგმობთ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ვაცხადებთ, რომ მედიის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის პატივისცემა არის გარანტი საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ იგი უპირობოდ და მკაცრად უნდა იყოს დაცული.
ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია ტაბულასა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც გაბედულად ემსახურება მრავალფეროვნების წარმოჩენას, ტოლერანტობის კულტურის განვითარებასა და თავისუფალ სიტყვას!”.

განცხადებას ხელს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები აწერენ:

საქართველოს ებრაელთა კავშირი, სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ეზიდთა სასულიერო კრება, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია, წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება – თბილისის ვედური კულტურის ცენტრი, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები, სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“, ბაჰაის საზოგადოება საქართველოში, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია.

შეგახსენებთ, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს 12 იანვარს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გამოცემა “17”-ს ტაბულას ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ განუცხადა, თავდასხმის მოტივი “ტაბულას მიერ ეკლესიის გინება” გახდა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s