გერმანიაში, სამმა აფრიკელმა ლტოლვილმა დორტმუნდის ქუჩებში მოსეირნე ორი ტრანსგენდერი ქალის ჩაქოლვა სცადა.

ორივე მსხვერპლი, 37 წლის ელზა და 50 წლის იასმინი, პოლიციასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამმა მოზარდმა მათ პარიკი და მკერდი წაართვა და თავს დაესხა.

“უცებ, გარს შემოგვეხვივნენ და მაშინ მივხვდი, რომ ჩვენს ჩაქოლვას აპირებდნენ, რადგან იძახდნენ “თქვენნაირი გარყვნილები უნდა ჩაიქოლონ”, ამის შემდეგ ხელში ქვები აიღეს და ჩვენი ჩაქოლვა დაიწყეს” – აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ელზამ.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, ინციდენტის დროს 2 ტრანსგენდერ ქალს დაახლოებით, სამი 16-18 წლის ბიჭი ჯერ აედევნა და შემდეგ დაიწყეს მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, თან არაბულად იძახდნენ: “ასეთი ადამიანები უნდა ჩაქოლო”.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, 50 წლის იასმინი ამბობს, იგი მოზარდების სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ ქვების სროლა.

პოლიცია აღნიშნულ ფაქტს შემთხვევით შეესწრო, რის შემდეგაც თავდამსხმელები დააპატიმრეს. 2 თავდამსხმელი პოლიციამ გაათავისუფლა, ყველაზე უფროსი კი ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება.

წყარო: www.dailymail.co.uk

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s