მაღაროელები ჭიათურაში აქციას მართავენ. ისინი “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ.

მაღაროელები მთავრობისგან ითხოვენ გარანტიას, რომ 20 მაისს, 4 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ისინი სამუშაოდ დაბრუნდებიან. მათ ასევე სურთ, რომ მთავრობამ ხელფასის 40%-იანი დანაკლისი აანაზღაუროს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცეპრეზიდენტი, თეიმურაზ გვენეტაძე “17 მაისთან” ამბობს, რომ კომპანიამ დასაქმებულებს ხელი ნაჩქარევად მოაწერინა და არ მისცა საშუალება, შეთავაზებული პირობები გაეანალიზებინათ.

“მთავრობისგან მოვითხოვთ, მოხდეს უმუშევრობის შემწეობის  ანაზღაურება, აანაზღაუროს ის 40%. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტში ამის ფული არის. 3700 ადამიანისთვის ამ თანხის გადახდას 3 მილიონზე ცოტა მეტი დასჭირდება. ასევე, მთავრობისგან მოვითხოვთ, გახდეს გარანტი დასაქმებულების სამუშაოს სტაბილურად შენარჩუნებისა. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სპეციალური რეჟიმი დაწესდა, რადგან მადანზე ფასი შემცირდა, პროდუქცია დასაწყობებულია, არ იყიდება და ა.შ. ჩვენს კითხვაზე, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეძლებს თუ არა კომპანია მუშაობას 4 თვის შემდეგ, მათ გვიპასუხეს, რომ ზარალზე იმუშავებენ. ეს ბუნდოვანი პასუხია. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა იყოს ამ ხალხის შემდგომი დასაქმების და სოციალური და შრომითი კეთილდღეობის გარანტი”, – ამბობს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, ჭიათურის მაღარო 4 თვის განმავლობაში მუშაობას შეწყვეტს. ამ პერიოდში მუშები ხელფასის 60%-ს მიიღებენ, ასევე შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფოტო: რადიო თავისუფლება
(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s