თანამედოვე მსოფლიოში სქესის შეცვლის ოპერაცია იშვიათობა აღარ არის. მსგავსი ოპერაციის გაკეთება ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით, ტაილანდი გამოირჩევა. იქ სქესის შეცვლის ოპერაციებს მაღალ დონეზე აკეთებენ, რის გამოც ადამიანები სქესის შესაცვლელად მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება ტრანსგენდერების საკითხები, მათი პრობლემები და საზოგადოებაში არსებული ბარიერები. ქართველი ტრანსგენდერების ნაწილს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ სქესის შეცვლა სურს და ამის გამო საზღვარგარეთ წასვლა უწევს. თუმცა, კუზანოვის კლინიკის წარმომადგენელმა “17”-თან საუბარში აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში სქესის შეცვლის ოპერაცია რამდენჯერმე გაკეთდა.

“17 მაისი” დაინტერესდა, ისწავლება თუ არა ქართულ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში სქესის შეცვლის ოპერაციის შესაბამისი ტექნიკები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში “17”-ის კითხვას ასე უპასუხეს:

“სქესის შეცვლის ოპერაციები რატომ უნდა ისწავლებოდეს პლასტიკურ ქირურგიაში? ეგ ისწავლება ენდოკრინოლოგიაში, ისწავლება გადახრების, პათოლოგიების, ფსიქიატრიისა და სხვადასხვა პროგრამებში. ზოგადად კი, სქესის შეცვლის ოპერაციები ისწავლება, რადგან შესაბამისი სპეციალობის ექიმი საქმის კურსში უნდა იყოს”, – აღნიშნა თსსუ-ს წარმომადგენელმა, ნანა კოჭლავაშვილმა.

ნანა კოჭლავაშვილმა განმარტა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა ჩუბინიძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს ერთიანი უნიფიცირებული სარეზიდენტო პროგრამები, რომლებიც აკრედიტებულია სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და დამტკიცებულია სამინისტროს ბრძანებით.

“17”-თან საუბრისას სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში “პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის” რეზიდენტურის პროგრამაში ისწავლება ყველა ის ტექნიკა, რაც აუცილებელია სქესის შეცვლის ოპერაციის სრულყოფილად გასაკეთებლად.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში სქესის შეცვლის ოპერაცია არ ისწავლება. უნივერსიტეტების წარმომადგენლების განმარტებით, მათ პლასტიკური ქირურგიის სარეზიდენტურო პროგრამა საერთოდ არ აქვთ.

ავტორი: ანა სარალიძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s