ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელების 60 % საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმღებლობის დონით კმაყოფილია.

ამერიკელების 16 %-ს მიმღებლობის დონის გაზრდა სურს მაშინ, როდესაც 14 % ამ დონის შემცირებას უჭერს მხარს.

სატელეფონო გამოკითხვა 50-ივე შტატსა და კოლუმბიის ოლქში 2016 წლის 6-10 იანვარს ჩატარდა. შემთხვევითი წესით 18 წელზე მეტი ასაკის 1012 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის განმარტებით, ლგბტ თემის მიმღებლობის მიმართ ეს დამოკიდებულება დიდწილად ლგბტ პირებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებამ განაპირობა.

10 წლის წინ ამერიკელების უმეტესობა გეი ადამიანების მიმართ მოპყრობით უკმაყოფილო იყო.

საზოგადოების მხრიდან გეი ადამიანების მიმღებლობით კმაყოფილების დონე ყველაზე დაბალი 2004 წელს იყო,  როცა ჯორჯ ბუში ლგბტ ქორწინების აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s