რამდენიმე დღის წინ “იდენტობას” ძალადობის მსხვერპლმა კიდევ ერთმა ქალმა მიმართა.

აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ორი შვილი ყავს. უფროსი 2007 წელს შეეძინა, უმცროსი – 2013 წელს. ქალის თქმით, კაცი მასზე და ბავშვებზე ძალადობს, რის გამოც, უფროს შვილს მრავალი პრობლემა აქვს.

მრავალწლიანი ძალადობის შემდეგ ქალმა ქმრის სახლიდან წამოსვლა შეძლო და ბიძის ოჯახში გადავიდა. თუმცა, მისი პრობლემები აქ არ დამთავრებულა.

“ვითარება პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დაიძაბა. მაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დროთა განმავლობაში ამან სისტემატური ხასიათი მიიღო. მეუღლის მხრიდან ძალადობას მამამთილის აგრესიული ქმედებები დაემატა. ის დაუკითხავად ერეოდა ჩემს ცხოვრებაში, გამუდმებით მლანძღავდა, შენიშვნებს მაძლევდა და ქმარს ჩემს წინააღმდეგ აქეზებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცხოვრება ჩემთვის აუტანელი იყო, საკუთარ თავში ვერ ვპოულობდი ძალას, მათგან წამოვსულიყავი და თან შვილზე ვფიქრობდი, მინდოდა ბავშვს მამა ჰყოლოდა.

როცა ჩემი უფროსი ქალიშვილი რამდენიმე თვის იყო, ფილტვების ანთება დამემართა, რადგან ხშირად მიწევდა ცივი წყლით რეცხვა. წამლები არ მქონდა, ამიტომ გამირთულდა და ძალიან სუსტად ვიყავი. ჩემს ქმარს სქესობრივ ცხოვრებაზე უარს ვეუბნებოდი, ფიზიკურად არ შემეძლო. ამიტომ, ჩემმა ქმარმა ჩემზე ძალა იხმარა და გამაუპატიურა, ცოლი ხარ და ვალდებული ხარ, შენი მოვალეობა შეასრულოო.

ქალი მარტო ლოგინში ვიყავი. როცა შეშა  იყო დასაჩეხი, ყანა მოსავლელი, მოსავალი ასაღები, საქონელი გასარეკი – კაციც ვიყავი.

ჩემი ქმარი ჩემს ძმაზეც კი ეჭვიანობდა. მამიდაშვილთან ცეკვის გამო, ქორწილიდან დემონსტრაციულად წამიყვანა და სასტიკად მცემა. არც დედაჩემთან, არც მეგობრებთან არ მიშვებდა”.

ქალი ყვება, რომ 2008 წელს ბიძამ მუშაობა დააწყებინა. 5 თვის განმავლობაში მის ხელფასს ქმარი იღებდა, შემდეგ კაცმა ცოლს თათბირებზე სიარული აუკრძალა.

“თათბირზე კატეგორიულად აკრძალული მქონდა მისვლა, რადგან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ეს მდგომარეობა იმდენად აუტანელი  და დამამცირებელი იყო, რომ სამსახურიდან წამოვედი და ამან ბევრად უფრო დაამძიმა მდგომარეობა. ჩემი მეუღლე ჩემგან ფინანსურ სარგებელს ვერ ხედავდა”.

2013 წელს ქალმა მეორე შვილი გააჩინა. ფიქრობდა, რომ ამით მისი მდგომარეობა შემსუბუქდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

“ჩემმა ქმარმა სმას კიდევ უფრო მოუმატა და საყვარელიც გაიჩინა. იმ ქალს მეზობლის პირით შევუთვალე, ჩემი ქმრისთვის თავი დაენებებინა. ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო სასტიკად მცემა – ვინ მოგცა უფლება, მისთვის რამე გეთქვაო”.

ქალი ამბობს, რომ მისი ქმარი ბავშვების მიმართაც აგრესიულია.

“ფიზიკურად უსწორდებოდა ორივე გოგოს, უყვიროდა და მუდმივ ტერორში ამყოფებდა. არასოდეს ჰქონდა ფული ბავშვების წამლებისთვის, მაგრამ ალკოჰოლისთვის ყოველთვის გამოძებნიდა. უფროს შვილს, რომელიც 8 წლისაა, ხასიათი გაუფუჭდა, აგრესიულია, არ უყვარს სხვა ბავშვებთან თამაში, ასოციალურია, არ ჭამს საჭმელს. ბოლო დროს ძილში უჭირს შარდის შეკავება. ორივე ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, რადგან ჩვენს ოჯახში  დაძაბულობა, უპატივცემულობა, ხმამაღლა საუბარი და  ფიზიკური დაპირისპირება ხშირი მოვლენა იყო”.

ქალსა და მის ქმარს შორის მორიგი ინციდენტი 31 დეკემბერს მოხდა, როცა კაცმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სტუმრების თანდასწრებით მიაყენა.

“მასთან დაძინება არ შემეძლო, ვეღარ ვიტანდი, ამიტომ ცალკე ოთახში გადავედი. 11 იანვარს, ჩემს ოთახში შემომივარდა, მიყვიროდა, შენ ქალი ხარ და არ იცი შენი ადგილი და ვალდებულებებიო, მე ქმარი ვარ და ჩემთან უნდა იძინებდეო. აქ მარტო რომ ხარ, არ ვიცი ვინ შემოგყავს და ვისთან წვებიო. ხმა რომ არ ამოვიღე, ჯერ მხარზე დამარტყა ხელი, მერე კედელს მიმანარცხა. მეორე დილით, 12 იანვარს ჩავალაგე თითო წყვილი ტანსაცმელი და ბიძაჩემის სახლში წავედი. 14 იანვარს, ბიძაჩემის სახლში ამომაკითხა ჩემმა ქმარმა, მისმა ბიძამ და ბიძაშვილმა და ჩემთან მორიგება სცადეს. მე თანახმა ვიყავი, თუნდაც მონასავით ვყოლოდი, სახლიდანაც არ გავსულიყავი, ოღონდ უმიზეზოდ არ ვეცემე და არ ველანძღე, თუმცა ჩემმა ქმარმა თქვა, პირობას ვერ დადებდა, რომ ისევ არ მცემდა და არ მაგინებდა, ისიც კი თქვა, შვილები არ მინდაო. ამიტომ ისევ ბიძაჩემთან დავრჩი.

ამჟამად ჩემს ორ შვილთან ერთად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვარ, ვინაიდან არსებობს რეალური საფრთხე, რომ ჩემმა მეუღლემ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს იძულებით წამიყვანოს ბიძაჩემის სახლიდან ან უარესი, საფრთხე შეუქმნას ჩემი ან ბავშვების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ყოველთვის მემუქრებოდა, რომ ან მასთან ვიქნებოდი, ან სიცოცხლეს გამომასალმებდა ისე, რომ წარბსაც არ შეიხრიდა და არც ციხეში ჩაჯდომის ეშინოდა, რადგან მე ცოლის ვალდებულებები და მოვალეობები კარგად ვერ გავიაზრე.

ბიძაჩემის სახლში შვიდი ადამიანი ცხოვრობს და თან მათ მატერიალურად ძალიან უჭირთ. მე და ჩემი ბავშვები მძიმე ტვირთად დავაწექით, მაგრამ წასასვლელიც არსად მაქვს. ჩემი მშობლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან. დედაჩემი დიაბეტით არის დაავადებული და თუ რამე შემოსავალი აქვთ, ყველაფერს წამალში ხარჯავენ, ჯერ პენსიაც კი არ აქვთ დანიშნული”.

ქალი “იდენტობას” იურისტის დახმარებით მოთხოვნა დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლოში ხვალ შეიტანს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 10 დღეში გახდება ცნობილი.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. “2013 წელს ქალმა მეორე შვილი გააჩინა. ფიქრობდა, რომ ამით მისი მდგომარეობა შემსუბუქდებოდა”—აი რატოომ რატომ აზროვნებენ ხოლმე ასე 😦 აღწერს 6 წელი (6!!!!!!!!!) რა ტანჯვა ვაებაში იმყოფებოდა 1 შვილთან ერთად და ამ დროს აჩენს მეორეს 😦
    და კიდევ ყველაზე შემზარავი ეს “მე თანახმა ვიყავი, თუნდაც მონასავით ვყოლოდი, სახლიდანაც არ გავსულიყავი, ოღონდ უმიზეზოდ არ ვეცემე და არ ველანძღე”

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s