2 წლის წინ, 22 იანვარს, აზერბაიჯანელმა ღიად გეი ლგბტ აქტივისტმა და ლგბტ ორგანიზაციის AZAD ხელმძღვანელმა, ისა შაჰმარლიმ  ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა:

“მე თქვენ გტოვებთ. ღმერთი დაგლოცავთ. ეს ქვეყანა და ეს სამყარო ჩემთვის არ არის. ამიერიდან ბედნიერი ვიქნები. უთხარით დედაჩემს, რომ ძალიან მიყვარს. ჩემს სიკვდილში ყველას გადანაშაულებთ. ეს სამყარო საკმარისად ფერადი არ არის ჩემი ფერებისთვის. მშვიდობით”.

ამ ამბავმა სოციალური მედია მალევე მოიცვა. ისამ თავი ცისარტყელას დროშით ჩამოიხრჩო. იმ დღიდან მთელი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის ლგბტ თემი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლგბტ საკითხები აზერბაიჯანში ღიად განიხილეს. შედეგები 2 წლის შემდეგაც იგრძნობა.

აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა. ის რუსეთის, ირანის, საქართველოს, სომხეთსა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. 2015 წელს ILGA-Europe-მა ლგბტ ადამიანების საკანონმდებლო დაცვისა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილი მიანიჭა. ლგბტ ადამიანები აწყდებიან საფრთხეს სახლსა და სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სექსუალური ორიენტაცია გაცხადებული აქვთ. აზერბაიჯანის რეგიონებში ოჯახის ღირსების დასაცავად ჩადენილი მკვლელობები, ხელისუფლების წარმომადგენლების და დამსაქმებლების მხრიდან შანტაჟი სიახლეს არ წარმოადგენს. ლგბტ აქტივისტები გააქტიურდნენ და მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ასევე ლგბტ საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მოითხოვეს.

ისას სიკვდილი საზოგადოებისთვის მძიმე AZAD-ში მისი დაუღალავი შრომის გამო იყო. ორგანიზაცია მან მეგობრებთან ერთად 2012 წელს დაარსა, მისი ლიდერი გახდა და ლგბტ საგანმანათლებლო საკითხებსა და ლგბტ მედიის უკეთ რეპრეზენტირებაზე ფოკუსირდა. მან გაუკეთა ორგანიზება ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას, რომლებიც ბაქოს თეატრში ღამით იმართებოდა. ჩვენების დასრულების შემდეგ გამართულ დისკუსიებს კი მოდერაციას მოწვეული ფსიქოლოგი უწევდა. მან თავადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Ğ”, რომელიც აზერბაიჯანში ლგბტ საკითხების შესახებ გადაღებული პირველი ფილმია. ის ორი კაცის შესახებაა, რომლებსაც ტრადიციული აზერბაიჯანული ტანსაცმელი აცვიათ და ერთმანეთს ტყეში, საიდუმლოდ ხვდებიან. ფილმის მესიჯი იყო ის, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დასავლეთიდან “იმპორტირებული” და აზერბაიჯანში ყოველთვის არსებობდა.

ამ პროექტების გარდაც ისას ხილვადობა აზერბაიჯანში უპრეცედენტო იყო. მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მან მედიას ბეჭდური და ვიდეო ინტერვიუები მისცა.

მისი სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაცია AZAD-მა ცხოვრების გაგრძელება სცადა. გასულ წელს ორგანიზაციამ ვებ-გვერდი შექმნა, სადაც საგანმანათლებლო ვიდეოები, ასევე სხვადასხვა ფაქტი და აზერბაიჯანის ლგბტ ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციაა განთავსებული. ორგანიზაციამ ისას ხსოვნის საპატივსაცემოდ მრავალი არტ და ვიდეო კამპანია ჩაატარა იმ ვიდეოს ჩათვლით, რომელმაც გასულ წელს ჰომოფობიის შესახებ დისკუსიის დაწყება განაპირობა. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი AZAD ფილმისა და ინტერვიუების ჩვენებას უმასპინძლებს და ფართო აუდიტორიას ამ თავდადებული აქტივისტის შესახებ მოუყვება.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s