ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში მიმდინარეობს, ლგბტ უფლებების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ბაიდენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ღიად გეი და ტრანსგენდერი ადამიანები მთელ მსოფლიოში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად განიხილებიან.

“ლგბტ ადამიანები აწყდებიან ძალადობას, შევიწროებას, არასათანადო მოპყრობას პოლიციელების მხრიდან, პრობლემები ექმნებათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, არიან იზოლირებულები. ეს ყველაფერი კულტურის სახელით, თუმცა კულტურული საფუძველი არ არსებობს”.

ბაიდენის თქმით, ის იმ ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა, სადაც ჰომოსექსუალობა ისჯება. ვიცე პრეზიდენტს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია, თუმცა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 75 ქვეყანა მაინც არის წარმოდგენილი, სადაც ჰომოსექსუალობა კანონს ეწინააღმდეგება.

ვიცე პრეზიდენტი გეი უფლებების დასაცავად სხვა დროსაც გამოვიდა. 2012 წელს მან საჯაროდ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ქორწინების თანასწორობის მიმართ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s