“გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში; სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას” – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ამ და სხვა რეკომენდაციებს, სკოლებში გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, რეკომენდაციებში ნათქვმია:

სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;

გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

“სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი. 20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება 8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s