დიდ ბრიტანეთში, მამაკაცს სექსი აუკრძალეს თუ ის ამის შესახებ პოლიციას მინიმუმ 24 საათით ადრე არ აცნობებს.

იორკშირის პოლიციამ მამაკაცის წინააღმდეგ “სექსუალური რისკის ორდერი” გამოსცა. მას კონკრეტული სექსუალური ძალადობა არ ჩაუდენია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს შეიცავს.

სექსუალური რისკის ორდერი 2003 წლის სექსუალური ძალადობის აქტის ნაწილია. ორდერს გასცემენ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც “ჩაიდინა სექსუალური ხასიათის აქტი და ამის შედეგად ბრიტანული საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის ან საზღვარგარეთ მოწყვლადი ზრდასრული ადამიანებისთვის ზიანის რისკს წარმოადგენს”.

სრული ორდერი მინიმუმ ორი წლით გაიცემა და დარღვევის შემთხვევაში პირს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სექსუალური რისკის ორდერის მიზანია დაიცვას ქალები იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მათთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.

ორდერის გაცემის შემდეგ კონტროლდება მამაკაცის ინტერნეტიც. თითოეული სატელეფონო ზარის თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც კი მამაკაცმა პოლიციას უნდა აცნობოს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s