ჭიათურელმა მაღაროელებმა და კომპანია ‘ჯორჯიან მანგანეზის’ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე პრეზიდენტმა, თეიმურაზ გვენეტაძემ “17-ს” განუმარტა, რომ  ჯორჯიან მანგანეზი მათი მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა.

“კომპანიისგან მივიღეთ გარანტია, რომ 4 თვის შემდეგ 3700 თანამშრომელი სამსახურში აუცილებლად დაბრუნდება და მაღარო ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ასევე შევთანხმდით, რომ იმ ადამიანებს, რომელთა ანაზღაურების 60% 272,5 ლარზე ნაკლებია, კომპანია სხვაობას აუნაზღაურებს და სწორედ 272.5 ლარს გადაუხდის”.

ოჯახის საარსებო მინიმუმი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით არის დადგენილი.

გვენეტაძისვე თქმით, ეს უფრო მეტია, ვიდრე ისინი ითხოვდნენ.

პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ:

“არაუგვიანეს 2016 წლის 20 მაისისა „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ განაახლებს მუშაობას 2016 წლის 20 იანვრამდე არსებული რეჟიმით, მოქმედი თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილების სრულად შენარჩუნებით.

კომპანიის თანამშრომლებს შვებულების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობებით, საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სპეციალური მუშაობის რეჟიმის დასრულებისთანავე.

საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში, საწარმო განახორციელებს შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს ამ სფეროში საწარმოში არსებული პრობლემების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად.

საწარმოს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისთვის შემოსავლების კლების შესამსუბუქებლად,საწარმო უზრუნველყოფს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დადგენილი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმის – 272,5 ლარის ანაზღაურებას იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ხელფასის 60%-ი(ხელზე ასაღები) ნაკლებია აღნიშნულ მაჩვენებელზე. შესაბამისად, საწარმო განახორციელებს აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლების ხელფასის 60%-სა (ხელზე ასაღები) და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს შორის (272,5 ლარი) სხვაობის კომპენსირებას.

ამ შეთანხმების პირობები ვრცელდება „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ ყველა თანამშრომელზე”.

შეგახსენებთ, რომ ‘ჯორჯიან მანგანეზის’ გადაწყვეტილებით, ჭიათურის მაღარო 4 თვის განმავლობაში მუშაობას შეწყვეტს. კომპანიამ ამის მიზეზად მადანზე შემცირებული მოთხოვნა დაასახელა.

ფოტო: თამაზ დოლაბერიძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s