​ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული კვოტის შესახებ საინფორმაციო კამპანია “პოლიტიკა SHE” დაიწყო. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უკვე გაიმართა საპანელო დისკუსია, რომელიც პოლიტიკაში ქალების მონაწილეობასა და კვოტირების სისტემას შეეხებოდა.

კამპანიის ფარგლებში სწორედ თელავში, თელაველი აქტივისტების ჩართულობით გამოჩნდა პირველი სტენსილიც.

დისკუსიები და საჯარო შეხვედრები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. კამპანიის მონაწილეები გეგმავენ სტუდენტებთან,  ასევე პოლიტიკურად აქტიურ ქალებთან შეხვედრას.

კამპანიის ავტორების განმარტებით, ქალების პოლიტიკური როლის გაზრდისთვის გენდერული კვოტირების სახით დროებითი ზომის მიღებაა საჭირო, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულები ხდებიან პარტიულ სიაში ქალების განსაზღვრული რაოდენობა ჩასვან. კვოტირების მომხრეთა აზრით, ეს სისტემა შეამცირებს პოლიტიკაში გენდერულ დისბალანსს და გაზრდის პოლიტიკაში ქალების სრულფასოვან მონაწილეობას.

​გენდერულ კვოტირებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. მათი აზრით, კვოტირება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს ეწინააღმდეგება. ასევე, უპირატესობის მინიჭება მხოლოდ სქესის და არა კვალიფიკაციის მიხედვით ხდება. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალები ამბობენ, რომ მათ არ სურთ მხოლოდ იმიტომ არჩიონ, რომ ქალები არიან.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s