შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა, რომლის მიზანიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის პროცესში გენდერული ასპექტების აღწერაა.

აუდიტის ჩატარების პერიოდში (2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი) აღმოჩნდა, რომ სამინისტროში და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში თანამშრომელთა (როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე) 14 % ქალია. 2013-წლის მონაცემებთან შედარებით ეს რიცხვი 1.5%-ით არის გაზრდილი.

“ყველაზე მეტი ქალი მუშაობს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “112”-ში (87%), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (65%), კადრების მთავარ სამმართველოში (60%), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში (56%), სსიპ-საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში (58%),” – ნათქვამია განცხადებაში.

​ანგარიშში დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის მუშაობა. ასევე გამოვლინდა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლებრივი ბაზის დახვეწის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებზე საპატრულო პოლიციის და ტერიტორიული საუბნო სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგებიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია.

“თბილისში უკვე სამი წელია იმართება პოლიციელ ქალთა რეგიონული კონფერენცია აშშ-ის საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მხარდაჭერით. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების შსს-ს ოფიცერი ქალები. ამ კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალების მმართველ პოზიციაზე დასაქმების, მენტორული უნარ-ჩვევების, წარმატების სტრატეგიის და სხვა საკითხებს,” – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტმა უწყების მიერ განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s