ათობით ათასი ადამიანი იტალიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ლგბტ ადამიანებისთვის ქორწინების საკანონმდებლო დონეზე აღიარების მოთხოვნით გამოვიდა. აქციები სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც იტალიელმა კანონმდებლებმა ხუთშაბათს, 28 იანვარს უნდა განიხილონ.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, გეი და ლესბოსელ წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ და მათი ოჯახები კანონით უნდა იყოს აღიარებული. მათივე განმარტებით, კანონი მათ მშობლობის უფლებასაც უნდა იცავდეს.

“ბავშვები არსებობენ და ჩვენი ოჯახების ნაწილნი არიან. უსამართლობაა, რომ მათ არ აქვთ სხვა იტალიელი ბავშვების მსგავსი უფლებები”, – ამბობს Associated Press-თან მირკო პიერო, რომელიც თავის პარტნიორთან და 2 ბავშვთან ერთად რომში ცხოვრობს.

მირკოს თქმით, ის თავის პარტნიორზე აშშ-ში დაქორწინდა, თუმცა მათი კავშირი იტალიაში აღიარებული არ არის და მშობლის უფლება მხოლოდ ერთ მათგანს აქვს.

გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიის მთავრობა მოქალაქეებზე ძალადობს, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობს კანონდებლობა, რომელიც ლგბტ წყვილებს დაიცავს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იტალიამ უნდა განიხილოს ერთი  და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების სამართლებრივად ცნობის შესაძლებლობა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რაც ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას გულისხმობს.

italia lgbt marriage

italia_gay_copy

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s