კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობას და გენდერულ კვოტებს შეეხება, უკვე დაიწყო – ამის შესახებ “17 მაისს” ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, იდა ბახტურიძემ განუცხადა.

კამპანია “პოლიტიკაSHE”​ “ოქსფამის” დაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა რეგიონში ლექცია-დისკუსიებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კამპანიები გორში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

კამპანიის ავტორების განმარტებით, ქალების პოლიტიკური როლის გაზრდისთვის გენდერული კვოტირების სახით დროებითი ზომის მიღებაა საჭირო, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულები ხდებიან პარტიულ სიაში ქალების განსაზღვრული რაოდენობა ჩასვან. კვოტირების მომხრეთა აზრით, ეს სისტემა შეამცირებს პოლიტიკაში გენდერულ დისბალანსს და გაზრდის პოლიტიკაში ქალების სრულფასოვან მონაწილეობას.

ბახტურიძე ამბობს, რომ კამპანია მოიცავს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს.

პროექტის ფარგლებში პირველი კამპანია თელავში განხორციელდა.

“თელავში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო ლუიზა მუთოშვილი, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული ქალია. მან აუდიტორიასთან თავის გამოცდილებაზე ისაუბრა. მუთოშვილს აქვს გამოცდილება, თუ როგორ ხვდება მას წინააღმდეგობები, როგორც ქალს. ყველა რეგიონში იქნება ერთ-ერთი ადგილობრივი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს”, – ამბობს ბახტურიძე.

კამპანიის ნაწილია ფოტოსერია, რომელშიც მონაწილეობას პოლიტიკოსი ქალები მიიღებენ. ფოტოებზე დატანილი იქნება მათი გამოცდილება და ის ბარიერები, რომლებსაც ისინი თავიანთი საქმიანობისას წააწყდნენ.

კამპანიის ფარგლებში გავრცელდება სტენსილები სლოგანით – “პოლიტიკაSHE”.

იდა ბახტურიძის თქმით, თელავში ჩატარებული შეხვედრის მიხედვით, იმ დებატებმა და გასულმა წლის სამუშაოებმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა გაწიეს, შედეგი გამოიღო და დღეს სიტუაცია და დამოკიდებულებები უკეთესობისკენ შეცვლილია.

“თელავში დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუმცა, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო – გენდერული კვოტირების მეთოდი არის თუ არა რელევანტური და ეფექტური. საბედნიეროდ და ჩვენდა გასაკვირად ამ მეთოდსაც ჰყავდა მხარდამჭერები შეხვედრაზე, თან საკმაოდ აქტიური. უმრავლესობა მათგანი თვლიდა, რომ იმისთვის, რომ გავზარდოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ეს მეთოდი ერთ-ერთი ადეკვატურია დღეს. იყვნენ სკეპტიკურად განწყობილებიც, თუმცა უმცირესობაში”, – ამბობს ბახტურიძე.

კამპანია “პოლიტიკაSHE” მარტში დასრულდება.

პოლიტიკაSHE b3c28397-dcb5-4cc0-9ddc-9498185cc51e 66a9c414-a9f2-46b2-b661-36f815424845 7072aa25-ac10-4e57-b3bb-7f7b9c00d0ac

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s