ზიმბაბვეს საკონსტიტუციო სასამართლომ 20 იანვარს ბავშვთა ქორწინება უკანონოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ორმა გოგომ, რომლებიც ბავშვობაში დაქორწინდნენ, ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა და სამხრეთ აფრიკაში არსებული პრაქტიკა ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით გამოწვევის წინაშე დააყენა.

ლავნეს მუძურუმ და რუვიმბო ცოფოძიმ მოითხოვეს, ბავშვთა ქორწინება არაკონსტიტუციურად და უკანონოდ გამოცხადებულიყო, ვინაიდან ეს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მათ სიღარიბის და ტანჯვის საკუთრებად აქცევდა.

ცოფოძი და მუძურუს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას ამბობდნენ, რომ ზიმბამბვეს ქორწინების აქტი დისკრიმინაციულიც იყო, რადგან ქორწინების მინიმალური ასაკი ბიჭებისთვის 18 წლით განისაზღვრებოდა. ხოლო გოგონებისთვის – 16 წლით. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ ქორწინების შესახებ აქტი კონსტიტუციის შესაბამისი ყოფილიყო. ასევე, რეგიონული და საერთაშორისო აქტებისთვის შეესაბამებინათ და ბავშვთა ქორწინება აეკრძალათ.

სასამართლომ დაადგინა, რომ 18 წლამდე ასაკის არც ერთ ადამიანს ქორწინების უფლება არ მიეცემა. ამ ცვლილებით ქვეყანამ გააუქმა ქორწინების აქტი, რომელიც გოგონებს 16 წლიდან, ხოლო, ბიჭებს 18 წლიდან ქორწინების უფლებას ანიჭებდა.

ზიმბაბვეში გოგონების თითქმის მესამედი 18 წლამდე ასაკში ქორწინდებოდა. ხოლო, გოგონების 4 პროცენტი, 15 წლამდე ქმნიდა ოჯახს, რის შედეგადაც ისინი თავს ანებებდნენ განათლების მიღებას. გარდა ამისა, მათზე ძალადობის ალბათობა იზრდებოდა და მშობიარობა სიცოცხლისთვის სახიფათო რისკებს შეიცავდა.

“ბედნიერი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა იმ მოვლენებში, რომელიც ზიმბაბვეს გოგონებისთვის უსაფრთხო ადგილად გახდის”, – განაცხადა ლავნეს მუძურუმ, რომელმაც 16 წლამდე ასაკში იქორწინა და 18 წლამდე ორი შვილი გააჩინა.

ბეატრის სევედი, რომელიც ადამიანის უფლებების ჯგუფს, ROOTS ხელმძღვანელობს, აცხადებს: “მოხარული ვარ ამ ცვლილებით. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებაში ამ უბედურებას დაასრულებს”.

გარდა ამისა, ბეატრის სევედი თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობამ ბავშვის ქორწინების საფრთხეების შესახებ შეიტყოს.

მძიმე სოციალური მდგომარეობა ზიმბაბვეში ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მიზეზია. მშობლები გოგონებს ხშირად იმ მიზეზით აიძულებენ დაქორწინებას, რომ ოჯახში ნაკლები ხარჯი გასწიონ.

მუძურუ თავის წერილობით ჩვენებაში აღწერს, თუ როგორია ბავშვთა ქორწინების სიმძიმე და ირგვლივ გამეფებული სიღარიბის მანკიერი წრე: “გოგონა, რომელიც ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს და ისევ ღარიბ ოჯახში ხვდება, იძულებულია, ბავშვები სიღარიბეში გააჩინოს. ეს წრე არ ირღვევა და სიღარიბის ახალი ციკლი იწყება”.

გარდა ამისა, მუძურუ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო: “ბავშვის გაზრდა, როდესაც თვითონაც ბავშვი ხარ – რთულია. ვაპირებ, სკოლაში ვიარო და განათლება მივიღო”.

ცნობილია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 15 მილიონი გოგონა ქმნის ოჯახს. ხოლო, სუბსაჰარული აფრიკაში ყოველი 5 გოგონადან 2 ბავშვობის ასაკში ქორწინდება.

წყარო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s