2013 წლის 17 მაისის სააპელაციო სარჩელის განხილვა 23 თებერვალს, 15:30-ზე გაგრძელდება. მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ.

მომდევნო სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალი სიტყვის გარდა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” პოზიციასაც მოისმენს, რომელიც მოსამართლე მარინა სოლოაშვილმა პროცესზე განსახილველად დაუშვა, როგორც ‘სასამართლოს მეგობრის’ მოსაზრება.

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 25 იანვარს დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მოსამართლეს 16 საათზე სხვა სხდომა ჰქონდა ჩანიშნული, პალატამ პროკურორის შესავალი სიტყვა ნაწილობრივ მოისმინა.

ბრალმდებელმა გოჩა ქარაიამ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. მან ხაზი გაუსვა პირველ ინსტანციაში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა.

ქარაიას თქმით, აუცილებელია დადგინდეს ბრალდებული პირების განზრახვა და იმის გარკვევა, თუ რა სურდათ მათ – ნივთების, მაგალითად მიკროავტობუსის საქარე მინის დაზიანება თუ აზრის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა ლგბტ აქტივისტებისთვის.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები, ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 2015 წლის 23 ოქტომბერს მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრიტ ანთიმოზზე, იგივე თამაზ ბიჩინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s