საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც  გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო  გაძნელებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​სამინისტროსვე ინფორმაციით, გაცდენილი გაკვეთილები მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

​ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგეტიკის სამინისტროს თქმით, ელექტროგადამდები ხაზების აღდგენა საგანგებო ვითარებაში მიმდინარეობს.

დიდთოვლობის გამო შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილებაც. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ65–კმ119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ79–კმ96 (ბობოყვათი–ქ.ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ65–კმ79 და კმ97–კმ119 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. თბილისშიც?რა არის ასეთი ვირუსია და ყინვა, თბილისში რა ვირუსის გამო არ უნდა შეწყდეს სწავლა? თან სკოლებში გათბობასაც არ რთავენ ბავშვებს აგზავნიან ჩადით უთხარით ჩართონო. ძველ დროს ასეთი რამე მოხდებოდა?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s