საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლების თანაბარ უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მოქალაქეები აქტიურად მიმართავენ – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც რეესტრმა პროექტის “გენდერი და საკუთრება” განხორციელება დაიწყო, მოქალაქეები საკუთრების განაწილების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპებით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან.

როგორც ცნობილია, პროექტის “გენდერი და საკუთრება” ფარგლებში მიმდინარე კამპანია საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასევე, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

“კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი”, – ნათქვამია რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საჯარო რეესტრის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე უფასო კონსულტაციის მიღება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s