საქართველოს პარლამენტმა მოხალისეობის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობას არეგულირებს.

ახალი კანონის მიხედვით, მოხალისეობა ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაა, რომელიც ორივე მხარის შეთანხმებით მიიღწევა. შესაბამისად, მიღებული კანონი განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც მოხალისესა და მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს და მათ შორის სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის განმარტებით, მოხალისეები ძირითადად ახალგაზრდები და პენსიაში გასული ადამიანები არიან. მათი განცხადებით, ახალგაზრდები თუ ცოდნას, გამოცდილებას, დახმარების უნარ-ჩვევებს, ახალ კონტაქტებს იღებენ ყოველივედან, პენსიაში გასული ადამიანები თავად გადასცემენ სხვებს გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს.

“მოხალისეობის მაგალითები საქართველოშიც მრავლად არის, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ცნობდა მოხალისის ცნებას. შესაბამისად, არც მოხალისის და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავდა”, განმარტავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

კანონის თანახმად, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ქვემოთ აღნიშნულ რომელიმე სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადების სფეროები.

მოხალისე 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი შეიძლება იყოს. ხოლო, მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს: რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი; “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

გარდა ამისა, კანონში გაწერილია მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები, მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტანდარტები, მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და ა.შ.

კანონის ავტორი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია, ხოლო ინიციატორი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს კანონს მოხალისეობის შესახებ ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s