დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება. უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათი აღდგენა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

„დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება. პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები. აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა. მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.“-აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

დიდთოვლობის გამო შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილებაც. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ65–კმ119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ79–კმ96 (ბობოყვათი–ქ.ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ65–კმ79 და კმ97–კმ119 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

ფოტო: fortuna.ge

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s