“საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა”, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსშია ნათქვამი.

კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებებზე მხოლოდ მაშინაა საუბარი, თუ მაჩვენებელი 4 ან მეტი ქულით შეიცვლება. 52 ქულით საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

2012 წელს საქართველომ 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), 2014 წელს კი კვლავ 52 ქულა (50-ე) ადგილი.

კოროფციის ინდექსი

2014 წლის 52 ქულიანი მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესოა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს.

კორუფციის აღქმის ინდექსის ლიდერ ქვეყნებს ახასიათებთ მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, კეთილსინდისიერების მაღალი დონე თანამდებობის პირთა შორის და ხელისუფლების სხვა შტოებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s