27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ეს ტერმინი 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური მთავრობისა და მის მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანების, პოლონელი ინტელექტუალების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების გენოციდის აღსანიშნად გამოიყენება. ოფიციალური ინფორმაციით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რიცხვი 6 მილიონს აღემატება.

ჰოკოლოსტი კაცობირიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია. ის იყო მთელი ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობა, რამაც ევროპის ებრაული მოსახლეობის 60%-ის და მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, ჰოლოკოსტით განადგურდა პოლონელი ერის 10% (არ იგულისხმება უშუალოდ ომში დაღუპულთა რაოდენობა, ასევე – ლიტველი და უკრაინელი მოკავშირეების მიერ დახვრეტილთა რაოდენობა).

დაიღუპა გერმანელი ნაცისტების ხელთ მოხვედრილი დაახლოებით 3 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე.

ტოტალურად დახოცეს გერმანიის შავკანიანი მოსახლეობა.

გაანადგურეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. დახოცეს დაახლოებით 9 ათასი ჰომოსექსუალი. ასევე შეიმუშავეს ადამიანთა მასობრივი განადგურების მეთოდი, რომელსაც მუდმივად ახორციელებდნენ ე.წ სიკვდილის ბანაკებში.

გერმანელი ექიმები უსასტიკეს სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ტყვეებზე. ამ ექსპერიმენტების უმრავლესობა ადამიანების სიკვდილით მთავრდებოდა.

ისტორიული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ნაცისტები ებრაელების, რომა ჯგუფის და ჰომოსექსუალების განადგურებას ყველა იმ ქვეყანაში აპირებდნენ, რომელთა დაპყრობაც გეგმაში ჰქონდათ.

“იად ვა-შემ”-ის მუზეუმის მიერ გამოცემული “ჰოლოკოსტის ენციკლოპედიის” მიხედვით მსხვერპლთა სია ასეთია:

3 მილიონი პოლონელი ებრაელი;

1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;

800 ათასი ბელორუსი ებრაელი;

140 ათასი ლიტველი ებრაელი;

70 ათასი ლატვიელი ებრაელი;

560 ათასი უნგრელი ებრაელი;

280 ათასი რუმინელი ებრაელი;

140 ათასი გერმანელი ებრაელი;

100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;

80 ათასი ფრანგი ებრაელი;

80 ათასი ჩეხი ებრაელი;

70 ათასი სლოვაკი ებრაელი;

65 ათასი ბერძენი ებრაელი;

60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.

1928 წელს გერმანიაში 1.2 მილიონი ღიად გეი ადამიანი ცხოვრობდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერმა გეი ადამიანების დევნა დაიწყო. ჰიტლერმა ჰომოსექსუალები არა მხოლოდ პარაზიტებად, არამედ სახელმწიფოს მტრებადაც დაასახელა. 1935 წელს ნაცისტურმა ხელისუფლებამ ჰომოსექსუალობა კრიმინალად გამოაცხადა.

ნაცისტური მთავრობის ბრძანებით, პოლიციამ ჰომოსექსუალი ადამიანების ე.წ “ვარდისფერი სია” შეადგინა. უამრავი ქალი და კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სხვებს კასტრაცია გაუკეთეს. 100 ათასი გეი კაცი საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. ჰომოსექსუალ ტყვეებს მათი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად ვარდისფერი სამკუთხედის ნიშანს ასვამდნენ. სამკუთხედი დღეს გეი სიამაყის სიმბოლოა.

ჰომოსექსუალების დევნა გერმანიაში ნაცისტური ხელისუფლების დამხობის და საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლების შემდეგაც გრძელდებოდა. სხვა ადამიანებმა, რომლებიც ბანაკებში გადარჩნენ, ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ჰომოსექსუალები კი გარიყულნი დარჩნენ. მრავალი ადამიანი, რომლებსაც ვარდისფერი ნიშანი ჰქონდა, კვლავ ციხეში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ლესბოსელები არ განიხილებოდნენ, როგორც საფრთხე ნაცისტური ხელისუფლებისთვის, ამიტომ ნაკლებად იდევნებოდნენ. ასევე, ნაცისტები არ სჯიდნენ არაგერმანელ ჰომოსექსუალებს, თუ მართ გერმანელი პარტნიორები არ ჰყავდათ.

გერმანიამ გეი ადამიანების მიმართ განხორციელებული დევნა გვიან, მაგრამ მაინც აღიარა.

2000 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა იმ ქმედებებისთვის, რაც მათ მიმართ 1949 წლიდან განხორციელდა და ჰომოსექსუალები მესამე რაიხის მსხვერპლად აღიარა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s