Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, ლგბტ საკითხების ნაწილში 2013 წლის 17 მაისის საქმეში ბრალდებული ადამიანის გამართლების შესახებ არის საუბარი. ორგანიზაცია ყურადღებას საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულის გამართლებაზეც ამახვილებს.

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ 2013 წლის 17 მაისს ათასობით კონტრდემონსტრანტმა, რომელთა შორის რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელიც იყო, მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია, პოლიციამ კი “აქციის მონაწილეები, მართალია, გაიყვანა სამშვიდობოს, მაგრამ ვერ შეძლო ბრბოს შეჩერება, რომელიც ქვებს და სხვა საგნებს უშენდა მიკროავტობუსს, რომლითაც მონაწილეები გაჰყავდათ”.

აგვისტოში, სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენის ბრალდება მოუხსნა კაცს, რომელმაც 2014 წლის ნოემბერში ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი მოკლა, ხოლო მის ბინას ცეცხლი წაუკიდა, სავარაუდოდ, დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით. სასამართლომ ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობისა და ქონების განზრახ დაზიანებისთვის. უფლებადამცველმა ჯგუფებმა თხოვნით მიმართეს პროკურატურას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, როგორც დამამძიმებელი გარემოება”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s